უკან
რეგიონები
26 იანვარი, 2018 11:55
ბათუმი-სარფის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივად არის შესაძლებელი
ბათუმი-სარფის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივად არის შესაძლებელი.
როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, ცენტრალურ გზაზე ქვის ლოდების დიდი მასაა ჩამოშლილი. გზის გაწმენდითი სამუშაოები დღეს განახლდება.
მათივე ცნობით, ქვის ლოდების გატანა მხოლოდ აფეთქების შემთხვევაშია შესაძლებელი.
ბათუმი-სარფის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ქვის ლოდები გუშინ, გვიან ღამით ჩამოცვივდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა როგორც თვითმხილველები ყვებიან, ქვის ლოდები გზაზე მიმავალ სატვირთო ავტომობილს დაეცა.