უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

4 ივლისი, 2017 15:10
font-size

ბათუმის ახალი ვიდეორგოლი უკვე ევრონიუსზე ტრიალებს

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა კიდევ ერთი საიმიჯო ვიდეორგოლი გადაიღო. ამჯერად, კლიპი მხოლოდ ბათუმსა და ბათუმელებზეა, სადაც სრულადაა ასახული ქალაქისთვის დამახასიათებელი უნიკალური ნიშან-თვისებები. ვიდეო-რგოლი აჭარის სხვა ახალ საიმიჯო კლიპებთან ერთად უკვე ევრონიუსის ეთერში ტრიალებს.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, სამი თვის განმავლობაში რეგიონის 16-ვე სამიზნე ქვეყანაში პოტენციური ტურისტები ნახავენ და შეიგრძნობენ თუ როგორია საქართველო, აჭარა და ბათუმი თავისი საზღვაო და სამთო ტურისტული პროდუქტებით.

„ვიდეო რგოლი კარგად ასახავს ბათუმის ყოველდღიურობას და მისი, როგორც ქალაქის ტრადიციულ თვისებებს. ყოველწლიურად, ბათუმს ტურისტები ათეულობით ქვეყნიდან სტუმრობენ და ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რაც მათ ბათუმში იზიდავთ არის ქალაქის ის თვისებები, რომელიც საშუალებას აძლევთ თავი სტუმართმოყვარე გარემოში უსაფრთხოდ, დაცულად და თავისუფლად იგრძნონ. ჩვენ აღნიშნულ ვიდეორგოლში შევეცადეთ გვეჩვენებინა ბათუმი ზუსტად ისეთი როგორიც ისაა სინამდვილეში: რომანტიკული, ენერგიული, კონტრასტული, უსაფრთხო, თანამედროვე და ტოლერანტული. ყველაფერი ეს უკვე დიდი ხანია ბათუმის ტრადიციად ქცეული ყოველდღიურობაა. სარეკლამო კომპანია Look production-ის გუნდმა ვფიქრობ 60 წამში ზედმიწევნით ზუსტად მოახერხა გადმოეცა ბათუმი ისეთი როგორიც ის სინამდვილეშია, რის გამოც ასე ძალიან უყვართ და მოსწონთ იგი“ - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა ახალ კლიპზე საუბრისას.

ბათუმის ვიდეორგოლი სარეკლამო კომპანია LOOK PRODUCTION- მა გადაიღო. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა წელს ჯამში, რეგიონის 4 საიმიჯო ვიდეოკლიპი გადაიღო.

საკვანძო სიტყვები:

11-25 აპრილს გომბორი-თელავის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

10 აპრილი, 2024 , 11:05

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 11 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზ

საქართველოს ბანკის რიგით 21-ე იდეათეკა ახალციხეში გაიხსნა

25 მარტი, 2024 , 17:05

საქართველოს 8 რეგიონში უკვე საქართველოს ბანკის 21 მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა ფუნქციონირებს. ეს ყველაფერი არაა. ფინანსური ინსტიტუტი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქ

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

25 მარტი, 2024 , 12:09

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან.  სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის განმარტებით,

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა

20 მარტი, 2024 , 12:00

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერმა ლევან ხარაბაძ

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სოფელ ნატანებთან ლიანდაგიდან გადავიდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

20 მარტი, 2024 , 11:48

ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან ლიანდაგს ასცდა. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა დ

დედოფლისწყაროში, ტყის მიმდებარედ მამაკაცი ხანძრის გაჩენას ცდილობდა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

5 მარტი, 2024 , 11:16

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი