უკან
რეგიონები
20 მარტი, 2018 17:15
ბათუმში მშენებლობაზე მამაკაცი დაიღუპა
ბათუმში მშენებელობაზე ერთი ადამიანი დაიღუპა.
სასწრაფო დახმარების ცენტრში აცხადებენ, რომ შუახნის კაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
ფაქტზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ნორმების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.