უკან
უახლესი ამბები
არქივი
რეგიონები
28 მარტი, 2018 11:50
ბათუმში საცხოვრებელ სახლში 37 წლის ქალის ცხედარი იპოვეს
ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, მაშველებმა ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში, ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს.
წინასწარი ინფორმაციით, 37 წლის ქალის ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.
ადგილობრივების ინფორმაციით, ქალი ბინაში ქირით ცხოვრობდა და რამდენიმე დღის განმავლობაში არ გამოჩენილა, რის გამოც ბინის მეპატრონემ 112-ში დარეკა.
რა გახდა ქალის გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.