უკან
რეგიონები
16 აგვისტო, 2017 14:50
ბათუმში, თხევადი გაზის გასამართი სადგურში აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა
ბათუმში, გენერალ აბაშიძის ქუჩაზე თხევადი გაზის გასამართ სადგურზე მომხდარი აფეთქების შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა.
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ზაალ მიქელაძის ინფორმაციით, დაშავებულები დამწვრობით კლინიკა „მედინასა“ და ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოშია არიან გადაყვანილი.
აფეთქებამ ასევე ხანძარი გამოიწვია. ცეცხლი სადგურთან მდებარე სახლებს წაეკიდა.
ადგილზე სახანძრო და სამაშველო ბრიგადებია მობილიზებული.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან ასევე აჭარის მთავრობის წარმომადგენლები.