უკან
რეგიონები
27 ივლისი, 2016 17:08
ბათუმში ზღვიდან მაშველებმა მამაკაცის ცხედარი ამოიღეს
ბათუმში, ზღვაში მაშველებმა მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
ფაქტი მედიანიუსს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს.
უწყების ინფორმაციით, ცხედარი დღეს იპოვეს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ცხედარი ბათუმის პროზექტურაშია გადაყვანილი.