უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

2 მარტი, 2021 10:39
font-size

ბენტლი თბილისი გთავაზობთ დახვეწილი აქსესუარების ფართო არჩევანს

ჩვენთვის და ჩვენი ლოიალური მკითხველისთვის კარგად ცნობილია, როგორ ფართო ბენტლის ავტომობილების არჩევანს გთავაზობთ, საქართველოში, ბენტლი თბილისის სადილერო ცენტრი. მაგრამ, ახლა გვსურს, თქვენთან ერთად აღმოვაჩინოთ ხელნაკეთი, დახვეწილი და ელეგანტური ბრენდირებული ბენტლი მოტორსის აქსესუარები, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ ბენტლი თბილისის საავტომობილო ცენტრში ან შეუკვეთოთ თქვენი შეხედულებისამებრ. რადგან, ჩვენ ყველა შეიძლება ვიყოთ ბენტლის ენთუზიასტები, შესაძლოა საინტერესო იყოს გამორჩეული აქსესუარის შეძენა, რომელიც ასოცირდება ბენტლისთან და მის საუკუნოვან ისტორიასთან.

მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება იყოს პატარა აქსესუარი, მას შეიძლება მოგიტანოთ მრავალწლიანი მოგონებები. ამგვარად, რომ გამოსცადო მასალა და თითოეული დეტალის უნიკალურიბა, შეიგრძნო თითოეული პროდუქტის ხარისხი, ამის შესაძლებლობას საქართველოში გაძლევთ ბენტლის საავტომობილო ცენტრი, თბილისში.

აღმოაჩინეთ ბენტლის კოლექცია, სპეციალურად სადღესასწაულო სეზონისთვის და აღმოაჩინეთ საჩუქრები, თქვენთვის საყვარელი ადამიანისთვის. შექმნილი საუკეთესო მასალებისგან და შთაგონებული ბენტლი მოტორსის ყველაზე დიზაინის ყველაზე მნიშვნელოვანი შეხების წერტილებიდან. მდიდრული დეტალებით დაწყებული, პრაქტკული და გემოვნებიანი აქსესუარებით დასრულებული, სათამაშოებიც კი ახალგაზრდა და პატარა ბენტლის ენთუზიასტებისთვის, ყველაფერი ეს, შეგიძლიათ მიიღოთ და შეარჩიოთ, ადგილობრივად, თბილისში.

გაზაფხულის შეგებება შეიძლება იყოს ისეთი პოზიტიური, სწორად შერჩეული სამახსოვრო საჩუქრის მეშვეობით. საჩუქრების არჩევანი მოიცავს დახვეწილ ტყავის აქსესუარებს, ელეგანტურ სუნამოებს, გოლფის აქსესუარებს, რბილ ტედი დათუნიებს და სპორტულ ჩანთებს. ისეთი აღმაფრთოვანებელია როდესაც იცი რომ საჩუქარს, რომელიც შენი საყვარელი ადამიანისთვის შეარჩიე, შემდეგი დღესასწაულისთვის, შეუძლია ჰქონდეს ისტორია და ამგვარი დეტალები შენს საჩუქარს გახდის დასამახსოვრებელს და გამორჩეულს.

გამჭრიახი და წარმატებული მამაკაცისთვის , ბენტლის კოლექცია გთავაზობთ მომნუსხველი საჩუქრების ფართო არჩევანს , რომელიც ყველა გემოვნებას და ბიუჯეტს მოერგება.
თბილისის სადილერო ცენტრში, ამჟამად წარმოდგენილი კოლექციიდან, ბენტლი B Cufflinks, ყველაზე ჭკვიანური გზაა ჩაცმულობის გამოსაკვეთად. ‘B’ ლოგო წინა მხარეს და ლაზერით ამოტიფრული ბენტლის ემბლემა მოპირდაპირე მხარეს, ამ მცირე აქსესუარს ყველაზე შესამჩნევ დეტალად აქცევს ჩაცმულობაში.
ბენტლის თემატიკის მაისურების ფართო არჩევანი ან დელიკატური ჰალსტუხი, რომელიც შეიძლება გახდეს ნებისმიერი საქმიანი შეხვედრის ან ბიზნეს პარტნიორებთან საღამოს ღონისძიების, დახვეწილი დეტალი. ასევე მისთვის (მამაკაცისთვის), მრავალ ვარაინტს შორის, შეგიძლიათ შეარჩიოთ მარტივი, მაგრამ გამორჩეული აქსესუარი - ბენტლის ოვალური ფორმის გასაღების საკიდი. ორმაგ იტალიურ ტყავს, ამ საკიდზე ერთვის კონტრასტული ფერის ზედაპირი რომელიც ბრილიანტისებული ფორმის ზედაპირითაა, ისევე როგორც ახალი Continental GT -ს მოპირკეთებული ინტერიერი. ტყავის საკიდს აქვს Bentley “B” ემბლემა, რომელიც ერწყმის უჟანგავი მეტალის რგვალ სამაგრს, რომელზეც ამოიკითხება ამოტიფრული Bentley Motors.

მაგრამ, გაზაფხულს აქვს ქალური დღესასწაულების ხასიათი, ისეთის როგორიცაა დედის დღე, ქალთა დღე, და უნდა გამოვყოთ, საჩუქრები ქალბატონებისთვის. გამორჩეული ქალბატონი შენს ცხოვრებაში, გაოცებული დარჩება საჩუქრების არჩევანით, რომელსაც ბენტლის კოლექცია გთავაზობთ.
ბენტლის სუნამოს სურნელი, შთაგონებულია ეგზოტიკური ყვავილებით და არა მარტო, ის საშუალებას მისცემს ქალბატონს, მოიტოვოს სურნელოვანი შლეიფი.
ქალბატონს თავი რომ დაფასებულად ვაგრძნობინოთ და თავის კარიერაში და საინტერესო, საქმიან ცხოვრებაში გამოვუხატოთ მხარდაჭერა, ამ პროგრესულ და განვითარებულ საუკუნეში, თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ ადგილობრივად წარმოდგენილი აქსესუარებიდან, რაიმე პრაქტიკული და პრაგმატული საჩუქარი, ისეთი როგორიც არის ოფისის აქსესუარი, ბენტლის საკოლექციო კალამი და ჟურნალი ან ხარისხიანი მსხვილი ფაიფურის ჭიქა, რომელთაგან თითოეული თავად ბენტლის ავტომობილების ფერით და მასალებით არის შთაგონებული. ხოლო, დასამახსოვრებელი სურათებისთვის და მათი ყველაზე მდიდრული ფორმით წარმოჩენისთვის, საუკეთესო საჩუქარია ბენტლის ორნამენტებიანი სასურათე ჩარჩო.

უნდა აღინიშნოს, რომ ერთ-ერთი ყველაზე გასართობი საჩოქარი, ორივე ქალბატონებისთვისაც და მამაკაცებისთვისაც შესაძლოა იყოს გოლფის ნაკრები, გოლბის და ბენტლის სხვადასხვა ვარიაციებით. ეს ისეთი საჩუქარია, რომელიც ნებისმიერ „მწვანე მინდვრის მოყვარულ” გოლფერსა და ბენტლის ენთუზიასტს გაუხარდება.

ბენტლის დახვეწილი აქსესუარები არ შემოიფარგლება ზრდასრულებისთვის საჩუქრებით, ის ასევე მოიცავს საჩუქრებს მათთვის ვისაც ალბათ ეს ყველაზე მეტად უხარია.

ბენტლის კოლექცია მოიცავს აღმაფრთოვანებელ საჩუქრებს ბავშვებისთვის რომელიც შთააგონებს და აღაფრთოვანებს მათ.

სერ „ტიმ“ ბირკინი ალბათ ყველაზე ცნობილია „ბენტლის ბიჭებიდან“ , მისი ისტორიები ამ დრომდე იტაცებს ზრდასრულებს, ბავშვებს და რბოლის მოყვარულებს. ბირკინის დათუნია ტედი, თავის „ბირკინის შარფით“ და ბენტლის კლუბის ქურთუკით უდაოდ არის ყველა ასაკის ბავშვისთვის და არა მარტო, სასურველი და საყვარელი საჩუქარი. დიდებული შესაძლებლობაა რომ ეს ბირკინის დათუნია ტედი ხელმისაწვდომია თბილისშიც.

სხვა მრავალ არჩევანს შორის ახალგაზრდა თაობისთვის, აქ შეგიძლიათ იპოვოთ ბენტლის სამახსოვრო ბარათების თამაში. ავტომობილების სამახსოვრო თამაში მოიცავს 72 მაღალი ხარისხის სურათიან ბარათს ბენტლის სხვადასხვა ავტომობილებით, წარსულიდან და აწმყოდან. დიდებულია, რომ ეს არის კლასიკური საოჯახო თამაში რომელიც ერგება სხვადასხვა ასაკს და არამარტო ახალგაზრდა თაობას.

ბოლო, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი ინფორმაციაა, რომ ყველა დაინტერესებული ბენტლის ეთუზიასტი და აქსესუარების მოყვარული, შეძლებს ამ და სხვა ბრენდირებული აქსესუარის ხილვას, შერჩევას და ონლაინ შეძენას. ბენტლი თბილისი გთავაზობთ აქსესუარების ონლაინ მაღაზიას, ბენტლი თბილისის Facebook გვერდზე, ამგვარად, თუ გსურთ უფრო მეტი გაიგოთ ან მოემზადოთ დღესასწაულებისთვის, თქვენ მარტივად შეგიძლიათ მიმართოთ მათ Facebook (Bentley Tbilisi) გვერდს და მიიღოთ სასურველი ნივთი.

გამორჩეული დღეების გამო, იმისათვის რომ მათ მომხმარებლებს მეტი კომფორტი შეუქმნან, ბენტლი თბილისი შესაძენად გთავაზობთ სასაჩუქრე ნაკრებებს. ეს ბენტლის ნაკრებები ძალიან კომფორტული და პრაქტიკულია თავისი იდეით, რადგან თითოეული მათგანი შეიცავს უსაფრთოების პროდუქტებს და თქვენს მიერ შერჩეულ ბენტლის აქსესუარს ქალბატონისთვის/ მამაკაცისთვის, ადგილობრივი კოლექციიდან. ბენტლი თბილისის წარმომადგენლები დაგეხმარებიან და იზრუნებენ, მოგცემენ რჩევას რომ შექმნათ კრეატიული, გამორჩეული და დასამახსოვრებელი ლუქს სასაჩუქრე ნაკრები, თქვენი საყვარელი ადამიანებისთვის.

საკვანძო სიტყვები:

ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა

17 ივნისი, 2025 , 10:50

სოსო ლაღიძის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ “თბილისი რიტმის”  ფარგლებში საქართველოს ლონდონის სამეფო ბალეტის წამყვანი სოლისტი ნატალია ოსიპოვა ესტუმრა. იგი 15 ივნისს თბილისში, ალექსანდრე გრიბოე

თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა

13 ივნისი, 2025 , 13:56

თბილისში ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი ZEG გაიხსნა. ღონისძიება 2025 წელს მეხუთედ იმართება. როგორც „მედიანიუსს“ ZEG-ის თანადამფუძნებელმა ქეთევან ებანოიძემ განუცხადა, გასული 4 ფესტივალისაგან განსხვავებით

საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა

30 მაისი, 2025 , 13:13

საქველმოქმედო ფონდ „ცხოვრება მშვენიერიას“ მოწვევით საქართველოს იტალიური კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობი სიმონა კავალარი ესტუმრება. ლეგენდარული სერიალის -- „რვაფეხას“ -- ვარსკვლავი თბილისში 31 მ

საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს

23 მაისი, 2025 , 16:36

მსოფლიო კრივის ამერიკელი ლეგენდა როი ჯონსი საქართველოშია. ის თბილისში, სპორტის ახალ სასახლეში პროფესიონალურ კრივში გასამართ მსოფლიო სარეიტინგო ბრძოლებს დაესწრება. ღონისძიება პროფესიონალური კრივის კავშირისა და “Worl

თბილისში „ბარსელონას“ ლეგენდებისა და ქართველი ვეტერანების მატჩი გაიმართა

19 მაისი, 2025 , 08:30

თბილისმა საქართველოს ნაკრებისა და „ბარსელონას“ ლეგენდების მატჩს უმასპინძლა. შეხვედრა ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ გაიმართა. ლეგენდების მატჩის ორგანიზატორი იყო კომპანია „Sports O

რობერტო ფონსეკას კონცერტი თბილისში სრული ანშლაგით ჩატარდა

6 მაისი, 2025 , 12:50

სოსო ლაღიძის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი “თბილისი რიტმი”  4 მაისს ვირტუოზი კუბელი პიანისტის, რობერტო ფონსეკას კონცერტით გაიხსნა. მან თავის შემოქმედებით ჯგუფთან ერთად ახალი ალბომი “L