უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

18 ივლისი, 2018 16:00
font-size

„ბიუჯეტის გამჭვირვალობა და ჩართულობა“ - თბილისში მაღალი რანგის რეგიონალური დიალოგი გაიმართა

მიმდინარე წლის 18 ივლისს, სასტუმრო „ბილტმორ თბილისში“, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა გახსნა მაღალი რანგის რეგიონალური დიალოგი თემაზე: „ბიუჯეტის გამჭვირვალობა და ჩართულობა“, რომელიც ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობის (International Budget Partnership), ფინანსთა სამინისტროს ორგანიზებით და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით გაიმართა.

როგორც “მედიანიუსს“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრის მიზანი იყო საჯარო ფინანსების მართვის სფეროში ბიუჯეტის გამჭვირვალობისა და ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში საზოგადოების ჩართულობის მიმართულებით მიღწევების, არსებული გამოწვევების და სამომავლო გეგმების განხილვა, როგორც რეგიონის და სხვა პარტნიორი ქვეყნების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

რეგიონალურ დიალოგში მონაწილე ქვეყნების ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება ფისკალური გამჭვირვალობისა და საზოგადოების ჩართულობის გაუმჯობესების საკითხებზე. საქართველოს და პარტნიორი ქვეყნების საერთაშორისო ინსტიტუტების წარმომადგენლებმა ისაუბრეს მთავრობის მიერ შემოთავაზებულ რეფორმებზე და განიხილეს მათი მხარდაჭერის შესაძლებლობები, ხოლო ღია ბიუჯეტის კვლევის მონაწილე ქვეყნების ექსპერტებმა ისაუბრეს ფისკალური გამჭვირვალობისა და საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობაზე, არსებულ გამოწვევებზე და მათ აღმოსაფხვრელად გასატარებელი ღონისძიებებზე.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში საჯარო ფინანსების მართვის რეფორმა ბოლო ათწლეულის განმავლობაში წარმატებით ხორციელდება, რასაც ადასტურებს ღია ბიუჯეტის კვლევის 2017 წლის შედეგები. საქართველომ 82 ქულით მე-5 ადგილი დაიკავა მსოფლიოს 115 ქვეყანას შორის და 2006 წელს მინიმალური გამჭვირვალობის მქონე ქვეყნების ჯგუფიდან, 2017 წელს გადაინაცვლა ყველაზე გამჭვირვალე ქვეყნების ხუთეულში (ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა, შვედეთი და ნორვეგია).

თავის გამოსვლაში ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა კიდევ ერთხელ ისაუბრა საჯარო ფინანსების მართვის სფეროში განხორციელებული რეფორმების, არსებული გამოწვევების და სამომავლო გეგმების შესახებ. შეაფასა ის წარმატებული ნაბიჯები, რომელიც საქართველომ გაიარა საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის გზაზე. მან ასევე ხაზი გაუსვა ამ პროცესში სამოქალაქო საზოგადოებისა და სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეთა, დონორი საფინანსო ორგანიზაციების აქტიურ ჩართულობას და მხარდაჭერას, ასევე გამოთქვა მზაობა, საჯარო ფინანსების მართვის კუთხით საქართველომ გაუზიაროს გამოცდილება პარტნიორ სახელმწიფოებს.

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი