უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

22 მარტი, 2018 13:00
font-size

ჩხოროწყუში ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე მყოფ პირებს ძაღლის და კატის ყოლის უფლება არ აქვთ

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე მყოფ პირებს კატებისა და ძაღლების ყოლის უფლება არა აქვთ, 18 წლამდე არასრულწლოვნებს კი მხოლოდ მშობლების წერილობითი თანხმობით შეუძლიათ. ჩხოროწყუს საკრებულოს აღნიშნული დადგენილების შესახებ ინფორმაცია „რეგინფომ“ გაავრცელა.

როგორც „რეგინფო“ წერს, დადგენილება ისეთ რეგულაციებს განსაზღვრავს, რომელთა ნორმატიული მოწესრიგება, როგორც წესი, შეუძლებელია ანდა მიზანშეწონილი არ არის. მაგალითად, დადგენილებაში მითითებულია, რომ: ძაღლისა და კატის მეპატრონე არ შეიძლება იყოს ქმედუუნარო პირი; ფიზიკურ პირებს შეუძლიათ ქუჩიდან აიყვანონ, იჩუქონ, ასევე ანდერძით ან მემკვიდრეობით მიიღონ კატა და ძაღლი; მოდარაჯე ძაღლის დაბმა შეიძლება მხოლოდ 5 მეტრიანი ან უფრო მეტი სიგრძის თასმით; მეპატრონე ვალდებულია უზრუნველყოს კატისა და ძაღლის საძილე ადგილის გათბობა და განათება.

აღნიშნული დადგენილება ჩხოროწყუს ახალი მოწვევის საკრებულომ 2017 წლის 4 დეკემბერს მოქალაქეების მიერ 2017 წლის 5 ოქტომბერს შეტანილი პეტიციის საფუძველზე მიიღო.

საკრებულოს თავმჯდომარის ბესიკ ესაბუას განცხადებით, ეს მათი ინიციატივა არ ყოფილა, პეტიიციით მიმართეს და დადგენილება თუ დისკრიმინაციულ აკრძალვას შეიცავდა, როგორც წესი,საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებამდე უნდა შეემოწმებინათ.

ანალოგიური შინაარსის დადგენილებები 2015 წელს ჩოხატაურის, ბორჯომის, ვანის და წყალტუბოს საკრებულოებმაც მიიღეს და ყველა ეს დადგენილება ამჟამად მოქმედია.

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ თანახმად, შინაური ცხოველების ყოლის წესების დადგენა მუნიციპალიტეტის ორგანოების საკუთარ, ანუ ექსკლუზიურ უფლებამოსილებას წარმოადგენს.

ცირა გურგენიძე

საკვანძო სიტყვები:

11-25 აპრილს გომბორი-თელავის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

10 აპრილი, 2024 , 11:05

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 11 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზ

საქართველოს ბანკის რიგით 21-ე იდეათეკა ახალციხეში გაიხსნა

25 მარტი, 2024 , 17:05

საქართველოს 8 რეგიონში უკვე საქართველოს ბანკის 21 მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა ფუნქციონირებს. ეს ყველაფერი არაა. ფინანსური ინსტიტუტი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქ

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

25 მარტი, 2024 , 12:09

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან.  სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის განმარტებით,

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა

20 მარტი, 2024 , 12:00

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერმა ლევან ხარაბაძ

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სოფელ ნატანებთან ლიანდაგიდან გადავიდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

20 მარტი, 2024 , 11:48

ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან ლიანდაგს ასცდა. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა დ

დედოფლისწყაროში, ტყის მიმდებარედ მამაკაცი ხანძრის გაჩენას ცდილობდა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

5 მარტი, 2024 , 11:16

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი