უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

30 აპრილი, 2019 10:25
font-size

“ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ ღირსეული წინაპრების ღირსეული შთამომავლები ვართ”

სამოქალაქო აქტივისტები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ 5 მაისიდან შესაძლოა, დავით გარეჯის მონასტერი ისევ ჩაიკეტოს. ამის შესახებ „ძალა ერთობაშიას“ დამფუძნებელი დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში წერს.

„როგორც ირკვევა, 5 მაისს, აზერბაიჯანელები დაკეტავენ გარეჯის სამონასტრო კომპლექსის იმ ნაწილს, რომლის გამოც რამდენიმე დღის წინ საზოგადოებამ დააფიქსირა თავისი მტკიცე პოზიცია. არ დავიწყებ საუბარს იმ უსუსტეს რეაქციაზე, რომელიც დავინახეთ პოლიტიკოსების მხრიდან. ეს ისედაც ნათელია. თუ აზერბაიჯანელები გაბედავენ და განახორციელებენ თავის გეგმას, მზად არის საზოგადოება დადგეს ჩვენი მიწა-წყლის დასაცავად? მოსაფიქრებლად გვაქვს სულ რამდენიმე დღე. გულწრფელად გეტყვით – არ მაქვს არანაირი იმედი იმისა, რომ მთავრობა ღირსეულ პასუხს გასცემს აზერბაიჯანულ მხარეს. იმედია ვცდები.

ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშია” დადგება დავიდ გარეჯშიც.

მოვუწოდებ მთავრობას ღირსეული პასუხი გასცეს ჩვენს მეგობარ აზერბაიჯანულ სახელმწიფოს.

მოვუწოდებ საზოგადოებას მოემზადოს ჩვენი ტერიტორიების დასაცავად, ვინაიდან ჩვენი მთავრობის იმედი არავის აქვს.

ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ ღირსეული წინაპრების ღირსეული შთამომავლები ვართ”- წერს სოციალურ ქსელში დავით ქაცარავა.

საკვანძო სიტყვები:

იქით მხარეს არის ზიზღი, თანამოქალაქის მიმართ ზიზღის კოეფიციენტი იყო წარმოუდგენელი - გუკა რჩეულიშვილი

16 მაისი, 2024 , 16:44

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გუკა რჩეულიშვილი სამართალდამცველების მხრიდან ძალადობრივ ქმედებებზე "რადიო თავისუფლებასთან" საუბრობს.  „მათმა

ოპოზიციონერი დეპუტატები სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს მოუწოდებენ, ძალის გადამეტებაზე გამოძიების დეტალები წარადგინონ

16 მაისი, 2024 , 15:51

ოპოზიციონერი დეპუტატები ხატია დეკანოიძე და თამარ კორძაია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, კოკა კაციტაძეს მიმართავენ და აქტივისტების, აქციაზე დაკავებულების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების მიმართ განხორციელებულ ძ

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მუქარის ზარებზე განცხადებას ავრცელებს

16 მაისი, 2024 , 15:29

პერსონალურ მონაცებთა დაცვის სამსახური ე.წ. რუსული კანონის მოწინააღმდეგებთან განხორციელებულ მუქარის ზარებზე განცხადებას ავრცელებს. უწყებაში ამბობენ, რომ მოქალაქეთა ნაწილი მათ მიმართ მუქარაზე მიუთითებდა. მათი განცხადებით,

ეკატერინა ხვედელიძე-ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს

16 მაისი, 2024 , 13:53

ეკატერინა ხვედელიძე-ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს, სადაც „ფორმულას“ ეთერში ლექტორ როსტომ ცხვედიანის გაკეთებულ განცხადებას პასუხობს. „მოგესალმებით, ბ-ნო როსტომ, შეუძლებლად ჩავთვალე, უყურადღებოდ დამეტო

ვირუსული ჰეპატიტის დიაგნოსტიკამ და მკურნალობაზე საყოველთაო ხელმისაწვდომობამ, დაავადების ტვირთი მნიშვნელოვნად შეამცირა - მიხეილ სარჯველაძე

16 მაისი, 2024 , 12:41

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, პირველ მოადგილე თამარ გაბუნიასთან ერთად, აშშ CDC-ს საქართველოს ოფისისა და დაავადებათა კონტროლისა და საზ

17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა

16 მაისი, 2024 , 10:39

ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით 2024 წლის 17 მაისი უქმე დღედ განისაზღვრა, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებაშია ნათქვამი, რომელიც საკანონმდებლო მაცნეში უკვე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი