უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

14 ნოემბერი, 2016 15:00
font-size

ჩვენი მიზანია, შემოვიყვანოთ საქართველოში ინვესტიციები და ჩვენი პროდუქცია იყოს მიმზიდველი მსოფლიოსთვის - რომან ბადალიანი

კომპანია „აი გრუპის“ წარმომადგენლის ირაკლი გაჩეჩილაძის განცხადებით, საქართველოში რუსული ბიზნესის კეთების საკითხში დიპლომატიური ურთიერთობები ამოსავალი წერტილი არ არის.

ამის შესახებ გაჩეჩილაძემ რუსეთ-საქართველოს ბიზნეს ფორუმის ფარგლებში ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

„მე ვფიქრობ,რომ დიპლომატიური კონტაქტები ამ შემთხვევაში ამოსავალი წერტილი არ არის, იმიტომ რომ საქართველოში ძალიან ბევრი რუსული კომპანია მოქმედებს და მოღვაწეობს საკმაოდ წარმატებულად ბევრ დიდ სფეროში. ჩვენი კომპანია იურიდიული კომპანიაა. ჩვენ ვთავაზობთ ჩვენს მომსახურეობას საქართველოში დაარსებასთან დაკავშირებით და სხვადასხვა პრობლემასთან დაკავშირებით, რომელიც მათ შეიძლება გაუჩნდეთ“,-განაცხადა გაჩეჩილაძემ.

„უნივერს ბიზნეს გრუპის“ გენერალური დირექტორის რომან ბადალიანის თქმით, საქართველოს ინტერესი, ამ შემთხვევაში არის ინვესტიციების მოზადივა და რომ ქართული პროდუქცია მსოფლიოსთვის იყოს მიმზიდველი.

„ჩვენ ვართ ბიზნესმენები, ორიენტირებული ვართ იმაზე, რომ ვაწარმოოთ საქართველოში პროდუქცია, მოვიპოვოთ სხვადასხვა პარტნიორები, შემოვიყვანოთ საქართველოში ინვესტიციები და ჩვენი პროდუქცია იყოს მიმზიდველი მსოფლიოსთვის, ეს არის ჩვენი მიზანი. პოლიტიკას, რა თქმა უნდა, ხაზი არ უნდა გაესვას, ვინაიდან ბიზნესი არის ბიზნესი და პოლიტიკა არის პოლიტიკა“,-აღნიშნა ბადალიანმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისში რუსი ბიზნესმენების 14-კაციანი ჯგუფი ჩამოვიდა.

რუსი ბიზნესმენები, სოფლის მეურნეობი, სატრანსპორტო, სამშენებლო და ჯანდაცვის სფეროებით არიან დაინტერესებული.

მონიკა დავლიანიძე

მარტში საქართველოს ეკონომიკა 8.2 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

30 აპრილი, 2024 , 11:06

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 8.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო პირველი კვარტალის საშუალო რეალური ზრდა 7.8

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი