უკან
უახლესი ამბები
არქივი
რეგიონები
12 აპრილი, 2018 11:50
დაბა ჯვარში ფიცრის უკანონო და შენიღბული ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პირველადი გადამუშავების პროდუქტის - ფიცრის უკანონო და შენიღბულად ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, დაბა ჯვარში გაჩერებული სატვირთო ავტომანქანის ძარის ქვედა ნაწილში არსებულ ე.წ. სამალავში 1,4 მ3 წიწვოვანი სახეობის ფიცარი იყო განთავსებული. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებს, მძღოლმა ვერ წარმოუდგინა დოკუმენტაცია.
ავტომანქანა და პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი დაილუქა. მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის სამართალდამცავ უწყებაში გადაიგზავნება.