უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

15 თებერვალი, 2018 13:55
font-size

დაგროვებითი პენსიის რეფორმა რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნას არ ექვემდებარება - ფინანსთა მინისტრის მოადგილე

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ გაგუას განცხადებით, დაგროვებით პენსიის რეფორმას რეფერენდუმი არ სჭირდება, რადგან ის ახალი გადასახადის დაწესებას არ გულისხმობს.

„გადასახადების განმარტება საგადასახადო კოდექსში გვაქვს, რომელიც საერთაშოროსო განმარტებებს ემყარება. კერძოდ, გადასახადი ისაა, რაც სახელმწიფო ბიუჯეტში ზოგადი ხარჯების დასაფინანსებლად მიემართება და ეს კრიტერიუმი ამ შენატანებისთვის არ ვრცელდება. ეს არის თანხა, რომელიც სისტემაში მონაწილე პიროვნების პირად ანგარიშზე მიემართება, რომელიც აღნიშნული პირის პირადი საკუთრება ერთადერთი შეზღუდვითაა, რომ ამ თანხას საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ გამოიყენებს, ან განსაკუთრებულ შემთხვევაში. მნიშვნელოვანია, რომ სავალდებულო დაზოგვის ნორმა 40 წლამდე შემოვიღეთ, რაც კლასიკური მეორე პილარია. მნიშვნელოვანია, რომ თანხები იყოს დაზოგილი და საყოველთაო მონაწილეობაც იყოს, რათა სისტემა იაფიანი და მცირეხარჯიანი იყოს. რაც შეეხება რეფერენდუმს, აღნიშნული თემა რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნას არ ექვემდებარება, რადგან ეს არ არის გადასახადი და გადასახადის არცერთ ფორმულირებაში არ ჯდება“, -უთხრა გაგუამ ჟურნალისტებს.

გაგუას განმარტებით, დაგროვებითი პენსიის წესით 500-ლარიანი ხელფასის შემთხვევაში მოქალაქე 8 ლარს გადაიხდის, ხოლო 2500-ლარიანი ხელფასის შემთხვევასი - 40 ლარს.

დღეს დაგროვებით საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე იმსჯელებს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტი.

საიას განმარტებით, დაგროვებითი პენსიის რეფორმა, კერძოდ, საპენსიო შენატანის სქემა არაკონსტიტუციურია, რადგან საპენსიო შენატანის დაწესებით ხდება „გადასახადის ახალი სახის შემოღება, რაც მხოლოდ რეფერენდუმის გზითაა შესაძლებელი“.

კერძო დაგროვებითი საპენსიო სისტემა უკვე 2018 წლის მესამე კვარტლიდან ამოქმედდება, აღნიშნული კანონპროექტი გულისხმობს შენატანის საპენსიო სქემის შექმნას.

კანონპროექტით დგინდება საპენსიო შენატანების განხორციელების წესი და ოდენობა. პროექტი განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საპენსიო სააგენტოს შექმნასა და მის საქმიანობასთან დაკავშირებულ წესებს, აგრეთვე ეროვნული ბანკის უფლებამოსილებებს. კანონპროექტი აგრეთვე აწესრიგებს დაგროვებითი პენსიის ადმინისტრირებასთან, საპენსიო სქემაში გაწევრიანებასთან, დავების გადაწყვეტილებასთან და აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

ანა მებურიშვილი

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი