უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

12 ნოემბერი, 2018 17:45
font-size

დამნაშავე პროკურორების დასჯა უნდა მოითხოვოს პარლამენტმა - კამათი ბიუროს სხდომაზე

ხელებს ნუ შლი, ნუ ყვირი, ხმას დაუწიე, - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ „ევროპული საქართველოს“ წევრს, ელენე ხოშტარიას ბიუროს სხდომაზე, სადაც ბესელიას განცხადებას ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, ოპოზოციონერი დეპუტატის გაღიზიანება მოჰყვა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ეკა ბესელიას განცხადებით, დეპუტატები ვერ დასჯიან სხვადასხვა საქმეში მონაწილე პირებს, რადგან ეს საგამოძიებო უწყებების კომპეტენციაა.

თავსი მხრივ, "ევროპული საქართველოს" წევრმა, ელენე ხოშტარიამ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები დემაგოგიაში დაადანაშაულა.

„ძალიან უხერხულია, როცა ასეთი აღრევა ხდება, მგონია, რომ აპელაციამ ზუსტად ეს უნდა გააკეთოს, პასუხი გასცეს ამ საქმესთან დაკავშირებულ ყველა კითხვას. ველოდებით სააპელაციო სასამართლოს სამართლიან ვერდიქტს, რომელმაც უნდა თქვას - ვინ არის მკვლელი, ვინ არ არის, სწორი იყო თუ არა ის, რაც პირველმა ინსტანციამ გააკეთა. ამაზე პასუხი უნდა გაგვცეს აპელაციამ და არა პარლამენტმა. ბოლო პერიოდში ისე ჩანს, რომ თითქოს, პარლამენტს გვთხოვენ, რომ ჩვენ უნდა დავაპატიმროთ ხალხი, ვიპოვოთ მკვლელები, ეს არ არის პარლამენტის ფუნქცია. თუ ასე გვინდა, აღრევა ხელისუფლების პრინციპების, ასე აღრეულები ვიყავით ჩვენ 2013 წლამდე“,- განაცხადა ბესელიამ.

ხოშტარიას თქმით, რომელ გადაწყვეტილებაზეა საუბარი, როცა სააპელაციო სასამართლომდე გაყალბებული საქმე მივიდა.

„რა დარღვევებზე საუბრობთ, კაცი ისევ ქუჩაშია და მკვლელი არ არის. 1 წელი გადის უკვე, რომელ სააპელაციო სასამართლოზე ლაპარაკობთ, გაყალბებული საქმე რომ წავიდა? ვინც დასასჯელია უნდა დაისაჯოს. დიახ, პარლამენტს აქვს პასუხისმგებლობა, რომ როდესაც გაყალბებულია საქმე, ამის უფლება არ მივცეთ, დამნაშავე პროკურორების დასჯა უნდა მოითხოვოს პარლამენტმა. ამის პარალელურად ურტყამთ იქ სარალიძეს. რაზე ლაპარაკობთ?!“,- უპასუხა ხოშტარიამ ბესელიას.

საკვანძო სიტყვები:

თურქეთის პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

16 მაისი, 2024 , 19:18

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს მთავრობის მეთაურის დახვედრის ოფიც

„რუსული კანონი“ უდრის ეკონომიკურ კოლაფს - ლევან ხაბეიშვილი

16 მაისი, 2024 , 18:05

„რუსული კანონი“ უდრის ეკონომიკურ კოლაფს - ხელისუფლებას პრობლემა შეექმნება დაარიგოს პენსიები, გასცეს სოციალური დახმარება, ან თუ გასცემს ხელფასებს, პენსიებს, სოციალურ დახმარებას, ამას ექნება ქაღალდის ფასი

სრულად ვუჭერ მხარს ევროპული მომავლისთვის მუშაობის პროცესში ქართველების დახმარებას - შარლ მიშელი

16 მაისი, 2024 , 14:11

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გუშინ, 15 მაისს საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილსა და შემდეგ პრემიერმინისტრს ირაკლი კობახიძეს ტელეფონით ესაუბრა. სა

კახა კალაძემ ახალგაზრდებს მიმართა: არ დაუჯეროთ, უცხოეთიდან რას გეტყვიან, მათ თავიანთი ინტერესი აქვთ, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესი

16 მაისი, 2024 , 12:32

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ახალგაზრდებს, რომლებიც საპროტესტო აქციებში მონაწილეობენ, მიმართა, კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ და არავინ შეძლოს მათი შეცდომაში შეყვანა. როგორც კალაძემ აღნიშნა, ევროინტეგრაციის გზაზე სწორედ „

ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით თურქეთში გაემგზავრა

16 მაისი, 2024 , 12:21

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს მთავრობის მეთაურის დახვედრის ოფიც

საქართველოს ესაჭიროება მეგობრები, მხარდაჭერა და არა ფარისევლობა, ძირის გამოთხრა, ორივე უკვე საკმარისად გამოვცადეთ ჩრდილოეთიდან - შალვა პაპუაშვილი

16 მაისი, 2024 , 11:40

ნატო-ს წევრობის გაჭიანურებული პერსპექტივის გამო, უცხოეთიდან მომავალ გამოწვევებთან გამკლავება საქართველოს, მეტწილად, მარტოს უხდება. ერთ-ერთი ამგვარი გამოწვევა გაუმჭვირვალე უცხოური ფულია, რომელიც თავისუფლად შემოედინება საქ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი