უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

13 იანვარი, 2020 12:00
font-size

დაპირისპირება აჭარის ტელევიზიაში

აჭარის ტელევიზიაში ისევ დაპირისპირებაა. უთანხმოების მიზეზი ამჯერად ის გეგმაა, რომლის განხორციელებასაც ახალი მენეჯმენტი აპირებს. იცვლება სტრუქტურა, რაც ვებგვერდის ფუნქციის ნაწილობრივ გაუქმებას, რადიოსა და ახალი ამბების სამსახურის გაერთიანებას და რამდენიმე მაკონტროლებელი რგოლის დამატებას ითვალისწინებს. თანამშრომლების და საბჭოს წევრების ნაწილი თვლის, რომ ინიციატივა მაუწყებლისთვის დამაზიანებელია.

აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილემ სტრუქტურული რეორგანიზაციის გეგმაში ახალი ამბების რედაქციის ადგილი ვერ გაარკვია. მაია მერკვილაძე მენეჯმენტის მხრიდან მისი კითხვების უპასუხოდ დატოვებას არასერიოზულს უწოდებს და დარწმუნებულია, რომ ცვლილებები კონკრეტული ადამიანების მიმართ ანგარიშსწორებაა.
მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილის თქმით, სტრუქტურული რეორგანიზაცია ვებგვერდის, რადიოსა და ახალი ამბების სამსახურის გაერთიანებასა და რამდენიმე მმართველი რგოლის დამატებას ითვალისწინებს. მერკვილაძის განმარტებითვე, ამით მენეჯმენტს სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობის შეზღუდვა სურს.

დამოუკიდებლობის შეზღუდვის სურვილს ხედავს ახალ დებულებაში მაუწყებლის ვებგვერდის რედაქტორიც. სოფო ჟღენტის თქმით, ცვლილებები ვებგვერდს პრაქტიკულად აუქმებს და მხოლოდ არქივის ფუნქციას უტოვებს.

დებულება აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი ხდება მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოშიც. საბჭოს წევრთა ნაწილი დარწმუნებულია, რომ სტრუქტურული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს მენეჯმენტის მიმართ კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლების ნაწილის შემცირებას და არა ტელევიზიის განვითარებას. საპირისპიროს ამტკიცებს საბჭოს წევრების სხვა ნაწილი. სოსო სტურუას თქმით, ახალი დებულება 4 წლის წინ დაწყებული პროცესის ლოგიკური გაგრძელება და ტელევიზიის განვითარების გარანტიაა.
რას გულისხმობს და რა მიზანს ემსახურება ახალი დებულება? ამ კითხვით "კურიერმა" საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ხელმძღვანელს მიმართა. გიორგი კოხრეიძემ საკითზე არც სატელევიზიო და არც სატელეფონო კომენტარის გაკეთება არ ისურვა, რაც იმით ახსნა, რომ დოკუმენტი ჯერ განხილვის ეტაპზეა. თუმცა, ჩვენთან საუბარში ოპონენტების ყველა ბრალდება და არგუმენტი უარყო.

ცვლილებები მაუწყებლის თანამშრომლების ნაწილს უკვე გააცნეს. ეს ის პროექტია, რომელიც საბჭომ 25 დეკემბერს განიხილა და ჩააგდო.

დაამტკიცებენ თუ არა ახალ დებულებას - პროცედურულად დოკუმენტის მიღებას აჭარაში 4 ხმა სჭირდება. შემდეგ ის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ უნდა დაამტკიცოს. მრჩეველთა საბჭოს სხდომა 15 იანვარსაა ჩანიშნული.

წყარო: რუსთავი2

11-25 აპრილს გომბორი-თელავის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

10 აპრილი, 2024 , 11:05

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 11 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზ

საქართველოს ბანკის რიგით 21-ე იდეათეკა ახალციხეში გაიხსნა

25 მარტი, 2024 , 17:05

საქართველოს 8 რეგიონში უკვე საქართველოს ბანკის 21 მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა ფუნქციონირებს. ეს ყველაფერი არაა. ფინანსური ინსტიტუტი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქ

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

25 მარტი, 2024 , 12:09

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან.  სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის განმარტებით,

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა

20 მარტი, 2024 , 12:00

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერმა ლევან ხარაბაძ

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სოფელ ნატანებთან ლიანდაგიდან გადავიდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

20 მარტი, 2024 , 11:48

ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან ლიანდაგს ასცდა. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა დ

დედოფლისწყაროში, ტყის მიმდებარედ მამაკაცი ხანძრის გაჩენას ცდილობდა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

5 მარტი, 2024 , 11:16

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი