უკან
რეგიონები
10 ოქტომბერი, 2018 17:25
დაუდგენელი პირები საქონელს იპარავენ, მათ კი ალბათ, პოლიცია მფარველობს - გრიგოლეთოს მოსახლეობა პირუტყვის გახშირებულ ქურდობაზე
გრიგოლეთის მოსახლეობის განცხადებით, ბოლო თვეების განმავლობაში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკარგვამ სისტემატური სახე მიიღო, ადგილობრივებმა პოლიცია უმოქმედობაში დაადანაშაულეს, რადგან არაერთი მიმართვის მიუხედავად სიტუაცია არ გამოსწორებულა.
„დაუდგენელი პირები საქონელს იპარავენ, მათ კი ალბათ, პოლიცია მფარველობს. გრიგოლეთში მოსახლეობის უმრავლესობა დაუსაქმებელია, სოფლის მეურნეობის წარმოება და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი ჩვენთვის თავის რჩენის ერთადერთი საშუალებაა“, - განაცხადა ადგილობრივმა ლევან აფაქიძემ.
მოსახლეობა დროულ და ობიექტურ გამოძიებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ.