უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

5 აგვისტო, 2021 10:04
font-size

წელს ატმის წარმატებული სეზონი გვაქვს და ეს ჩვენი თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია - ლევან დავითაშვილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ატმისა და ვაშლატამას მოსავლის დაბინავების სამუშაო პროცესს სოფელ ჩუმლაყში გაეცნო.

მინისტრი ფერმერებს, სამაცივრე მეურნეობის წარმომადგენლებსა და ექსპორტიორებს შეხვდა.

შეხვედრას გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი, კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი შიოშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

„წელს წარმატებული სეზონი გვაქვს; ექსპორტზე რეკორდული რაოდენობის ატამი და ვაშლატამა გადის. ამ დროისთვის, ექსპორტირებული პროდუქტის რაოდენობა 24 ათასი ტონაა. ვფიქრობ, სეზონი წარმატებით დასრულდება კახეთში. პარალელურად, ექსპორტის განხორციელება დაიწყო შიდა ქართლიდან, რომელიც კიდევ ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება. ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ეს წარმატება ჩვენი თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია. მიწოდების ჯაჭვში წლების წინ არსებული ძირითადი სისუსტეები სახელმწიფომ აღმოფხვრა – ეს იყო პრობლემა ხარისხთან და ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით, ჩვენ შემნახველი და სამაცივრე მეურნეობების დეფიციტი გვქონდა. თუ რამდენიმე წლის წინ, ფაქტობრივად, ერთი მეურნეობა იყო, დღეს უკვე, 40-ზე მეტი სამაცივრე მეურნეობაა მხოლოდ სოფელ ჩუმლაყში. ინფრასტრუქტურა სახელმწიფოს თანადაფინანსებით არის შექმნილი. ყოველივე ეს უზრუნველყოფს, რომ საექსპორტო ბაზრებზე ქართული ატამი იყოს კონკურენტუნარიანი”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ატმის რეალიზაციის პროცესი ორგანიზებულად მიმდინარეობს, მოქმედებს ერთი ფანჯრის პრინციპი; ფიტოსანიტარები აქტიურად არიან ჩართული; სამაცივრე მეურნეობებში იმყოფებიან საბაჟოს წარმომადგენლები, რათა ექსპორტი შეუფერხებლად განხორციელდეს.

ხელისუფლების ხელშეწყობით მოქმედებს მწვანე დერეფნის პრინციპი, რის საფუძველზეც პროდუქტი შეუფერხებლად მიდის ლარსის საბაჟო პუნქტამდე. კახეთში, ატმის მოსავლის დაბინავების პროცესში, ადგილობრივ მუშახელთან ერთად, საქართველოს რეგიონებიდან ჩამოსული მოქალაქეებიც არიან დასაქმებული.

11-25 აპრილს გომბორი-თელავის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

10 აპრილი, 2024 , 11:05

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 11 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზ

საქართველოს ბანკის რიგით 21-ე იდეათეკა ახალციხეში გაიხსნა

25 მარტი, 2024 , 17:05

საქართველოს 8 რეგიონში უკვე საქართველოს ბანკის 21 მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა ფუნქციონირებს. ეს ყველაფერი არაა. ფინანსური ინსტიტუტი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქ

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

25 მარტი, 2024 , 12:09

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან.  სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის განმარტებით,

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა

20 მარტი, 2024 , 12:00

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერმა ლევან ხარაბაძ

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სოფელ ნატანებთან ლიანდაგიდან გადავიდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

20 მარტი, 2024 , 11:48

ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან ლიანდაგს ასცდა. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა დ

დედოფლისწყაროში, ტყის მიმდებარედ მამაკაცი ხანძრის გაჩენას ცდილობდა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

5 მარტი, 2024 , 11:16

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი