უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

28 სექტემბერი, 2016 18:25
font-size

დიმიტრი ქუმსიშვილი ბაღდათში ინოვაციების ახალი ცენტრის გახსნის ღონისძიებას დაესწრო

„ინოვაციური ეკოსისტემის შექმნა ძალიან მნიშვნელოვანია მეწარმეობის სულისკვეთების განვითარებისთვის. ეს აძლევს წვდომას უახლეს ტექნოლოგიებთან ჩვენს ახალგაზრდებს და აქედან იწყება ყველაფერი“ - ამის შესახებ დიმიტრი ქუმსიშვილმა ბაღდათში, ინოვაციების ახალი ცენტრის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა. პირველმა ვიცე-პრემიერმა ადგილობრივ ხელისუფლებასა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმატებული პროექტისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

„საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი განვითარების გეგმის ერთ-ერთი ძირითადი ნაწილი არის მეწარმეობის სულისკვეთების განვითარება, ხოლო ამ სულისკვეთების განვითარებაში, რა თქმა აუნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ინოვაციური ეკოსისტემის შექმნა. ეს ეკოსისტემა არის სწორედ ის, საიდანაც იწყება ყველაფერი, ეს აძლევს წვდომას ჩვენს ახალგაზრდებს იმ უახლეს ტექნოლოგიებთან, რომელიც ჩვენ გვაქვს თბილისში. შესაბამისად, ინოვაციების ცენტრი, რომელიც გაიხსნა დღეს ბაღდადში, არის ადგილი, სადაც ახალგაზრდები შეძლებენ ყველა იმ სერვისის მიღებას, რაც ჩვენ დედაქალაქში გაგვაჩნია“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის ინოვაციების ცენტრში, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებით ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ გახსნა, მოსახლეობისთვის იქნება ყველა ის სერვისი, რაც თბილისის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოშია. აქ ჩატარდება პროგრამირების, დიზაინის, მეწარმეობის და სხვადასხვა ბიზნეს მიმართულებების ტრენინგები. გარდა ამისა, აქცენტი გაკეთდება დისტანციური სწავლების მეთოდოლოგიაზე: ტექნოპარკის ყველა ღონისძიება პირდაპირი ეთერით ინოვაციის ცენტრებში გადაიცემა, შესაბამისად, მსურველებს საშუალება ექნებათ ვირტუალურად დაესწრონ ყველა ღონისძიებას, დასვან კითხვები და მაქსიმალურად ჩაერთონ პროცესში, _ აცნობეს მედიანიუსს ეკონომიკის სამინისტროდან.

11-25 აპრილს გომბორი-თელავის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

10 აპრილი, 2024 , 11:05

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 11 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზ

საქართველოს ბანკის რიგით 21-ე იდეათეკა ახალციხეში გაიხსნა

25 მარტი, 2024 , 17:05

საქართველოს 8 რეგიონში უკვე საქართველოს ბანკის 21 მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა ფუნქციონირებს. ეს ყველაფერი არაა. ფინანსური ინსტიტუტი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქ

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

25 მარტი, 2024 , 12:09

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან.  სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის განმარტებით,

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა

20 მარტი, 2024 , 12:00

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერმა ლევან ხარაბაძ

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სოფელ ნატანებთან ლიანდაგიდან გადავიდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

20 მარტი, 2024 , 11:48

ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან ლიანდაგს ასცდა. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა დ

დედოფლისწყაროში, ტყის მიმდებარედ მამაკაცი ხანძრის გაჩენას ცდილობდა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

5 მარტი, 2024 , 11:16

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი