უკან

მოზაიკა

8 ნოემბერი, 2017 14:00
font-size

`დინამო თბილისი` ფიბა ევროპის თასზე „ლუკოილ აკადემიკს` უმასპინძლებს

საკალათბურთო კლუბი „დინამო თბილისი“ 8 ნოემბერს, ფიბა ევროპის თასზე მორიგ მატჩს გამართავს. საქართველოს სუპერლიგის მოქმედი ჩემპიონი ბულგარულ „ლუკოილ აკადემიკს“ უმასპინძლებს.

შეხვედრა თბილისის სპორტის სასახლეში (მის: კოსტავას ქ. N75) 8 ნოემბერს, 19:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ „დინამო თბილისი“ ფიბა ევროპის თასზე ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპიდან მოხვდა. დინამოელებმა ესპანურ „ხუვენტუტთან“ 2 მატჩის ჯამში წააგეს, საკვალიფიკაციო ეტაპს გამოეთიშნენ და ფიბა ევროპის თასზე გადაინაცვლეს.

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი E ჯგუფში რუმინულ „კლუჟ-ნაპოკასთან“, თურქულ „ისთანბულთან“ და ბულგარულ „ლუკოილ აკადემიკთან“ მოხვდა. გათამაშების ფორმატის თანახმად მთლიანობაში მომდევნო ეტაპზე ჯგუფიდან 2 საუკეთესო გადის. „დინამოს“ შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი დარჩენილი აქვს და მის მისაღწევად 8 ნოემბრის მატჩში გამარჯვება აუცილებლად სჭირდება.

მატჩის წინა დღეს კლუბმა სპორტის სასახლეში ივარჯიშა, სადაც შემდეგი კომენტარები გაკეთდა:

ირაკლი ხოშტარია („დინამო თბილისის“ მთავარი მწვრთნელი): ეს ტურნირი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მაქსიმალურად ვემზადებით. პირველად ხდება, როცა გუნდის ყველა მოთამაშე მზადყოფნაშია და ამ მხრივ სასიხარულოა, რომ ტრავმები არ გვაწუხებს. თუმცა, უნდა აღინიშნოს პრობლემა, რომელიც ჩვენი გადატვირთული გრაფიკია. ერთდროულად გვიწევს ასპარეზობა საქართველოს სუპერლიგაში და ევროტურნირზე, რაც ჩვენთვის საკმაოდ რთულია. ყოველ მესამე დღეს გვიწევს თამაში, მაგრამ ეს ნორმალურია და თუ გვინდა ევროსარბიელზე გამოსვლა, ამას უნდა მივეჩვიოთ. ამ ეტაპზე პრობლემა ჩვენთვის აღდგენითი პროცესია.

მიხეილ ბერიშვილი („დინამო თბილისის“ კალათბურთელი): ჩვენი მოწინააღმდეგე ბულგარული კლუბი, „ლუკოილ აკადემიკსია“. კარგად ვიცნობთ ამ გუნდს, სტუმრად ვეთამაშეთ და სამი ქულით დავთმეთ შეხვედრა. ახლა მაქსიმალურად ვემზადებით გამარჯვებისთვის, რომელიც ძალიან გვჭირდება.

საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

17 ოქტომბერი, 2025 , 16:52

19 ოქტომბერს თბილისი  პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალს პირველად უმასპინძლებს. სპეციალურად ამ ღონისძიებისათვის თბილისს  მსოფლიოს ცნობილი წამყვანი სპეციალისტები ეწვივნენ,  ფესტივალი

ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა

17 ივნისი, 2025 , 10:50

სოსო ლაღიძის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ “თბილისი რიტმის”  ფარგლებში საქართველოს ლონდონის სამეფო ბალეტის წამყვანი სოლისტი ნატალია ოსიპოვა ესტუმრა. იგი 15 ივნისს თბილისში, ალექსანდრე გრიბოე

თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა

13 ივნისი, 2025 , 13:56

თბილისში ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი ZEG გაიხსნა. ღონისძიება 2025 წელს მეხუთედ იმართება. როგორც „მედიანიუსს“ ZEG-ის თანადამფუძნებელმა ქეთევან ებანოიძემ განუცხადა, გასული 4 ფესტივალისაგან განსხვავებით

საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა

30 მაისი, 2025 , 13:13

საქველმოქმედო ფონდ „ცხოვრება მშვენიერიას“ მოწვევით საქართველოს იტალიური კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობი სიმონა კავალარი ესტუმრება. ლეგენდარული სერიალის -- „რვაფეხას“ -- ვარსკვლავი თბილისში 31 მ

საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს

23 მაისი, 2025 , 16:36

მსოფლიო კრივის ამერიკელი ლეგენდა როი ჯონსი საქართველოშია. ის თბილისში, სპორტის ახალ სასახლეში პროფესიონალურ კრივში გასამართ მსოფლიო სარეიტინგო ბრძოლებს დაესწრება. ღონისძიება პროფესიონალური კრივის კავშირისა და “Worl

თბილისში „ბარსელონას“ ლეგენდებისა და ქართველი ვეტერანების მატჩი გაიმართა

19 მაისი, 2025 , 08:30

თბილისმა საქართველოს ნაკრებისა და „ბარსელონას“ ლეგენდების მატჩს უმასპინძლა. შეხვედრა ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ გაიმართა. ლეგენდების მატჩის ორგანიზატორი იყო კომპანია „Sports O