უკან
რეგიონები
16 ოქტომბერი, 2017 13:00
ძლიერი წვიმის შედეგად ქუთაისში რამდენიმე ქუჩა დაიტბორა (ვიდეო)
გადაუღებელი წვიმის შედეგად ქუთაისში რამდენიმე ქუჩა დაიტბორა.
ქალაქის ერთი ნაწილი ამ დროისთვის გაუვალია, ავტომობილებს გადაადგილება უჭირთ.
წყალი შევარდა საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებზე და სარდაფებში.
ადგილობრივები ქუჩების დატბორვას სანიაღვრე სისტემის გაუმართაობას აბრალებენ.
ქუთაისში მეორე დღეა გადაუღებლად წვიმს.
მონიკა დავლიანიძე