უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

21 თებერვალი, 2024 12:57
font-size

ეკონომიკის ოლიმპიადაზე რეგისტრაცია დაიწყო - პროექტის მხარდამჭერია „საქართველოს ბანკი“

საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივის (GELi) ორგანიზებით და „საქართველოს ბანკის“ მხარდამჭერით, ქვეყანაში ყველაზე მასშტაბური ეკონომიკის რიგით მეორე ოლიმპიადა გაიმართება.

„საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა, სკოლიდან ერთმა მასწავლებელმა დაარეგისტრიროს სკოლა ამ ბმულზე. რეგისტრაციის გავლის შემდეგ, დარეგისტრირებული მასწავლებელი ეკონომიკის საერთაშორისო ოლიმპიადის კოორდინატორი გახდება.

ინფორმაციის თანახმად, სკოლების რეგისტრაცია 29 თებერვალს დასრულდება. დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.

სკოლის დარეგისტრირების შემდეგ, მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა ოლიმპიადაში მონაწილეობასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია საკუთარი სკოლის მასწავლებლებისგან მიიღონ.

ოლიმპიადა რამდენიმე რაუნდად ჩატარდება და მასში მონაწილეობას მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები მიიღებენ. სკოლის ტური ონლაინ, ხოლო ეროვნული ტური კი ფიზიკურ ფორმატში გაიმართება.

ოლიმპიადის ფარგლებში 5 გამარჯვებული გამოვლინდება, რომლებიც ეკონომიკის საზაფხულო ბანაკში საერთაშორისო რაუნდში ასპარეზობისთვის მოემზადებიან. წელს საერთაშორისო ტური საბერძნეთში გაიმართება, სადაც ერთმანეთს პროექტში მონაწილე ქვეყნების გამარჯვებულები შეეჯიბრებიან.

„საქართველოს ბანკი“ განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ, ამ მიზნით ჩვენ 40-ზე მეტ პროექტს ვახორციელებთ და ვუჭერთ მხარს. ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ფინანსურ განათლებას ენიჭება - გვინდა, ხელი შევუწყოთ ახალგაზრდების ამ სფეროთი დაინტერესებას, მათში ეკონომიკური ცნობიერების ამაღლებას და განვითარებას. ამიტომ, ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივის მიერ ორგანიზებული ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერები ვართ. პირველად ოლიმპიადა შარშან გაიმართა, რომელზეც 342 სკოლის 1200-ზე მეტი მოსწავლე დარეგისტრირდა, საერთაშორისო რაუნდში კი საქართველოს წარმომადგენლებმა ჯამური რეიტინგით 20 ქვეყანას შორის მეხუთე ადგილი დაიკავეს. რაც ახალბედა მონაწილისათვის ძალიან კარგი შედეგია. ვიმედოვნებთ, რომ წელს კიდევ უფრო მეტად გაიზრდება ოლიმპიადაში მონაწილე მოსწავლეთა რაოდენობა და კიდევ უფრო გავაუმჯობესებთ ჩვენს საერთაშორისო რეიტინგს“, - აღნიშნა „საქართველოს ბანკის“ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) მიმართულების ხელმძღვანელმა, ანა ლომთაძემ.

ინფორმაციისთვის, ეკონომიკის ოლიმპიადა ორგანიზაცია GELi-ს ინიციატივით და „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, საერთაშორისო ორგანიზაცია INEV-ის მანდატის ქვეშ ხორციელდება.

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი