უახლესი ამბები
- 04.10.2025 08:21დღეს, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება
- 04.10.2025 08:01დღის კალენდარი - 4 ოქტომბერი
არქივი
მოზაიკა


ელტონ ჯონის კონცერტები 2018 წლის 30 ივნისისა და 1-ელი ივლისისთვის გადაიდო
ბრიტანელი მუსიკოსის ელტონ ჯონის კონცერტები 16-17 სექტემბრის ნაცვლად 2018 წლის 30 ივნისსა და 1-ელ ივლისს ჩატარდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს „ისთერნ პრომოუშენის“ დირექტორმა გიორგი კერესელიძემ განუცხადა.
„სხვადასხვა თარიღზე შემოთავაზება იყო. ჩვენ გვინდოდა, რომ 2-3 კვირით მომხდარიყო გადადება, მაგრამ გადატვირთული გრაფიკის გამო ეს ვერ მოხერხდა. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ სხვა თარიღები არ იქნებოდა კომფორტული ჩვენი მსმენელებისთვის და საბოლოოდ შევთანხმდით ახალ თარიღებზე - ესაა 30 ივნისი და 1-ელი ივლისი“, -თქვა კერესელიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე.
„ისტერნ პრომოუშენის“ დირექტორის ინფორმაციით, შესაბამის ხელშეკრულებას მხარეებმა უკვე მოაწერეს ხელი.
ელტონ ჯონის კონცერტების გადადების მიზეზი მისი ჯგუფის წევრის, გიტარისტ დეივი ჯონსტოუნის ჯანმრთელობის პრობლემები გახდა.
რაც შეეხება უკვე შეძენილ ბილეთებს, მათი მფლობელები შეძლებენ მომდევნო წლისთვის გადადებულ კონცერტებზე დასწრებას. ბილეთის დაბრუნების მსურველებს კი 20 სექტემბრიდან 20 ნოემბრამდე გადახდილი თანხა დაუბრუნდებათ.
20 სექტემბრიდან ბილეთების გაყიდვა განახლდება.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:

ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა
17 ივნისი, 2025 , 10:50

თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა
13 ივნისი, 2025 , 13:56

საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა
30 მაისი, 2025 , 13:13

საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს
23 მაისი, 2025 , 16:36

თბილისში „ბარსელონას“ ლეგენდებისა და ქართველი ვეტერანების მატჩი გაიმართა
19 მაისი, 2025 , 08:30

რობერტო ფონსეკას კონცერტი თბილისში სრული ანშლაგით ჩატარდა
6 მაისი, 2025 , 12:50