უახლესი ამბები
- 04.10.2025 08:21დღეს, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება
- 04.10.2025 08:01დღის კალენდარი - 4 ოქტომბერი
არქივი
მოზაიკა


ელტონ ჯონის კონცერტები შესაძლოა, 3 კვირით გადაიდოს - კომპანია SOLO
საფინანსო კომპანია SOLO-ის განცხადებით, ბრიტანელი მუსიკოსის, ელტონ ჯონის ჯგუფის ერთ-ერთი წევრის დეივი ჯონსტოუნის ჯანმრთელობის პრობლემების გამო შესაძლოა, საქართველოში დაგეგმილი კონცერტები სამი კვირით გადაიდოს. ამის შესახებ კომპანიამ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დაწერა.
კომპანიის ინფორმაციით, ამ დროისთვის კონცერტების თარიღი უცვლელი რჩება.
„ელტონ ჯონის შეუცვლელი გიტარისტი და ვოკალისტი დეივი ჯონსტოუნი, რომელიც ლეგენდარული მუსიკოსის ბენდში 1972 წლიდან უკრავს, ხელზე გაკეთებული სასწრაფო ოპერაციის შემდგომ სარეაბილიტაციო კურსს გადის.
მუსიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, არსებობს ალბათობა, რომ Black Sea Arena-ზე დაგეგმილი კონცერტების თარიღები შეიცვალოს და მაქსიმუმ 3 კვირით გადაიდოს.
ამ ეტაპზე კონცერტის თარიღები იგივე რჩება - 16 და 17 სექტემბერი.
კომპანია „ისთერნ პრომოუშენი“ მუდმივ კავშირზეა მუსიკოსის მენეჯმენტთან და სიახლის შესახებ დაუყოვნებლივ მოგაწვდით ინფორმაციას“, - წერია SOLO-ის განცხადებაში.
გრემის 6-გზის მფლობელი ბრიტანელი მუსიკოსმა, ელტონ ჯონმა Black Sea Arena-ზე ორი კონცერტი უნდა გამართოს. ღონისძიების ორგანიზატორები არიან SOLO და „ისთერნ პრომოუშენი“.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:

ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა
17 ივნისი, 2025 , 10:50

თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა
13 ივნისი, 2025 , 13:56

საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა
30 მაისი, 2025 , 13:13

საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს
23 მაისი, 2025 , 16:36

თბილისში „ბარსელონას“ ლეგენდებისა და ქართველი ვეტერანების მატჩი გაიმართა
19 მაისი, 2025 , 08:30

რობერტო ფონსეკას კონცერტი თბილისში სრული ანშლაგით ჩატარდა
6 მაისი, 2025 , 12:50