უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

8 დეკემბერი, 2021 15:22
font-size

BENTLEY აღნიშნავს ავტომობილის პირველად მიწოდების საუკუნოვან იუბილეს

ბენტლი მოტორსი 2021 წელს აღნიშნავს კლიენტისთვის პირველი ავტომობილის გადაცემის საუკუნოვან იუბილეს. მოდელი 3-Litre, რომელიც დარეგისტრირდა 1921 წელს სახელმწიფო ნომრით KS 1661, შეიძინა ნოელ ვან რაალტემ (Noel van Raalte) - ლონდონის შეძლებულმა მკვიდრმა, რომლის ოჯახი ფლობდა კუნძულ ბრაუნსის. ნოელი აქტიურად იყო დაინტერესებული წარმოსადეგი ავტომობილებით სარბოლო აქტივობებით.

ბენტლის პირველი სერიული ავტომობილი წარმოებული იყო კრიკვუდის რაიონში, ლონდონის ჩრდილოეთ ნაწილში და გაიყიდა 1150 ფუნტი სტერლინგად. ის აღჭურვილი იყო ალუმინის მსუბუქი ძარით და ლატუნის მკვეთრი ელემენტებით. მოდელი 3-Litre, რომელიც თავად ბრენდის დამფუძნებელმა უოლტერ ოუენ ბენტლიმ შეიმუშავა, ძალიან პოპულარული აღმოჩნდა. ის ახდენდა ინჟინერების ოსტატობისა და აწყობის ხარისხის დემონსტრირებას, ეს კი ერთიანობაში გახდა ბენტლის განუყოფელი მახასიათებლები. თავის 102 წლიანი ისტორიის მანძილზე Bentley-ის ბრენდმა, გამოსცა 200 000 ცალზე მეტი ხელით აწყობილი ავტომობილი, ამასთან მათგან 97% ქრუ-დან, სადაც კომპანია 1946 წელს გადავიდა, ქარხანის კონვეიერიდან იქნა მოხსნილი.

ნოელ ვან რაალტე გახდა პირველი კლიენტი, რომელმაც შეუკვეთა ბენტლის ავტომობილი, თუმცა პირველი ავტომობილი სრულიად სხვა ადამიანმა მიიღო. ეს პატივი ერგო აივორ ლუელინს (Ivor Llewellyn). მან შეიძინა ბენტლის 3-Litre – სამი ცალი ავტომობილი, რომელთაგან პირველი მას მიეწოდა 1921 წლის აგვისტოში. ეს იყო მესამე სერიული შასი, რომელიც აიწყო ბენტლის ქარხანაში. ამჟამად, სწორედ ეს არის ყველაზე ძველი სერიული (არა ექსპერიმენტალური) ბენტლის ავტომობილი, მთელს მსოფლიოში.

ნოელ ვან რაალტე, ბენტლის პირველი კლიენტი

ბენტლისთვის დამახასიათებელი გამორჩეულად ხარისხიანი აწყობის დამსახურებით, 3-Litre მოდელმა მოიპოვა გამარჯვება 24 საათიანი ლე-მანის რბოლებზე 1924 და 1927 წლებში. სწორედ მაშინ დაედო საფუძველი ტრიუმფალური გამარჯვებების სერიას. ამ რბოლაში შვიდ წლიანი მონაწილეობის მანძილზე ბენტლის გუნდმა ე.წ Bentley Boys ხეუთჯერ მოიპოვა გამარჯვება. 3-Litre მოდელის საუკეთესობის დამადასტურებელია ის ფაქტი, რომ ნოელ ვან რაალტეს ავტომობილის №1 შასით, მონაწილეობდა 1931 წლის ცნობილ რბოლაში.

Motoring Archive -ის არქვებიდან გამოქვეყნებული მასალებიდან ირკვევა, რომ ჟურნალ Autocar-ის 1920 წლის იანვრის გამოცემაში დაიბეჭდა 3-Litre მოდელის განხილვა. სტატიის ავტორმა ბენტლის სიახლე ასე დააახასიათა: «შეუძლებელია წარმოიდგინო კონტინენტური ტურისთვის იმაზე სრულყოფილი ავტომობილი, ვიდრე ბენტლის 3 ლიტრიანი მოდელია, შემსუბუქებული ძარით». ავტორი ასევე ამატებს მოდელის პოეტურ დახასიათებას «ეს ავტომობილი ნამდვილი ენთუზიასტებისთვის უდაოდ ფლობს გამორჩეულ ხასიათს. მომნუსხველი სიმძლავრე აქსელერატორის პედალზე ერთი დაჭერით იწყება და გადადის საჭეში, იმისათვის რომ თქვენ შეძლოთ და შეიგრძნოთ, რომ თქვენს წინაში იმყოფება არა უბრალოდ მეტალების ნაწილებისგან აწყობილი ერთიანი კორპუსი, არამედ თავად შედევრი - საკუთარი მკვეთრი ინდივიდუალურობით».

3-Litre მოდელი დაეხმარა ბენტლის სწრაფად დაეკავებინა ლიდერის პოზიციები საავტომობილო ბაზარზე. მას მოჰყვა რიგი მოდელებისა 6 ½, 4 ½, 8 და 4-Litre, რომელბიც გახდნენ ომამდე პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ავტომობილები.

მოდელი 3-Litre-ის განხილვა ჟურნალში Autocar, რომელიც მიეძღვნა კლიენტისთვის

პირველად გადაცემულ ავტომობილს და ეს კლიენტი იყო აივორ ლუელინი

ომის შემდგომ პერიოდში, 1952 წელს, შედგა Bentley R-Type Continental მოდელის დებიუტი. ეს, მსოფლიოში, ყველაზე სწრაფი ოთხ-ადგილიანი ავტომობილი აღწევდა 192 კმ/სთ სიჩქარეს და წარმოადგენდა თავისი დროის გრან ტურერის კლასში მდიდრული ავტომობილის კონცეფციის ოცნების რეალობაში განხორციელებას. მოდელი Bentley T-Series ბაზარზე გამოჩნდა 1960-იან წლებში, ხოლო შემდგომი ათწლეულის განმავლობაში კომპანიის ინჟინერები V8 ძრავს უფრო სრულყოფილს ხდიდნენ, და მიიყვანეს მისი სამუშაო მოცულობა 6,75 ლიტრამდე.

შემდგომ მოჰყვა მოდელების Mulsanne და Turbo R-ის გამოშვება, ამასთან ამ ორიდან უკანასკნელი - არის იმ დროის ყველაზე სწრაფი, ბენტლის, საგზაო ავტომობილი. 1998 წელს კომპანია შევიდა Volkswagen Group-ის კონცერნის შემადგენლობაში , რომლის ინვესტიციებმა საფუძველი დაუდო ბენტლის ბრენდის ახალ, წარმატებულ ერას.

2001 წელს მოხდა ბენტლის ტრიუმფალური დაბრუნება ლე-მანის რბოლაზე მოდელით EXP Speed 8. ორი წლის შემდეგ შედგა Continental GT-ის პრემიერა, ხოლო 2009 წელს ბაზარზე გავიდა სრულიად ახალი Mulsanne. 2015 წელს კომპანია ბენტლიმ გამოუშვა პირველი მდიდრული SUV – მოდელი Bentayga.

მოდელი 3-Litre-ის განხილვა ჟურნალში Autocar

ბრენდის სამოდელო ხაზიდან ახალი Flying Spur-ის პრემიერა შედგა 2019 წელს - ბენტლის საუკუნოვანი იუბილის წელს. სულ რაღაც ერთი წლის შემდეგ მსოფლიომ იხილა დაუჯერებლად იშვიათი მოდელი Bacalar - ღია სახურავით. ეს არის მსოფლიოში უძველესი საავტომობილო ატელიე Bentley Mulliner-ის მონაწილეობით, ხელით შესრულებული სამუშაოებით შექმნილი მოდელი, რომელიც შეზღუდული ტირაჟით იქნა წარმოებული.

მიუხედავად 2020 წლის პანდემიისა, გასული წელი აღმოჩნდა ბრენდის ისტორიაში ყველაზე წარმატებული. სწორედ მაშინ დაიწყო ბრენდის ნოვატორული სტრატეგიის Beyond100-ის რეალიზაცია. გარდასახვის მიზანია - 2030 წლისთვის სრული ნახშირბად-ნეიტრალურობის მიღწევა, მუხტიანი ელექტროავტომობილების წარმოებაზე გადასვლის გზით.

ამგვარად ზუსტად 100 წლის შემდეგ, რაც ვან რაალტემ მიიღო 3-Litre პირველი სერიული ავტომობილი, ბენტლი აგრძელებს ლიდერობას მდიდრული ავტომობილების ბაზარზე.



ავტომობილი 3-Litre სრული ხედით, ჟურნალ Autocar-ის წარმოამდგენლების ტესტ-დრაივზე.

ცნობისთვის - Bentley Motors - არის მსოფლიოში პოპულარული მდიდრული ავტომობილების ბრენდი. კომპანიის ქარხანა და სათაო ოფისი მდებარეობს ქალაქ ქრუში (ინგლისში). აქვეა თავმოყრილი მისი ძირითადი საქმიანობა, დიზაინერული გადაწყვეტილებების, ასევე სამეცნიერო კვლევითი სამუშაოები მისი ოთხი სამოდელო ხაზის: Continental, Flying Spur, Bentayga და Mulsanne ავტომობილების პროექტირების და წარმოების ჩათვლით.

ბრიტანული მდიდრული საავტომობილო ბრენდების, ისეთი როგორიც არის Bentley, უნიკალურობა, გამოიხატება შემდეგი კომბინაციებით: ხელით შესრულებული საოცარი ნამუშევარი, ტრადიციები რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა, ინჟინერული გამოცდილებით და მოწინავე ტექნოლოგიებით. კომპანიამ შეინარჩუნა ბრიტანული მდიდრული საგნების მწარმოებელთა საუკეთესო მემკვიდრეობა. ბენტლის ქარხანაში, ქალაქ ქრუში დასაქმებულია დაახლოებით 4000 ადამიანი.

სურათზე ბენტლის პირველი სერიული ავტომობილი, რომელიც ნოელ ვან რაალტემ შეუკვეთა

“La Gazzetta Dello Sport” უკვე ქართულ მედიასივრცეშია

1 თებერვალი, 2024 , 15:01

მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი და ისტორიული იტალიური სპორტული მედიაპლატფორმა „La Gazzetta Dello Sport“ უკვე საქართველოშია. მისი ქართული ვერსიის - „La Gazzetto Dello Sport  Georgia“-ს ოფიციალური წ

სახელოვანი ვიოლონჩელისტი იან მაკსინი საქართველოში კონცერტებს მართავს

29 იანვარი, 2024 , 17:02

საქართველოში ცნობილი ვიოლონჩელისტი, კომპოზიტორი და მრავალენოვანი ამერიკელი ვოკალისტი იან მაკსინი იმყოფება. იგი ჩვენს ქვეყანას ახალი ალბომის -- “Amor Renauts”-ის გამოშვებისადმი მიძღვნილი მსოფლიო ტურნეს ფარგლებ

საქართველოდან სიყვარულით სავსე გულით მივდივარ - ალ ბანო

27 ნოემბერი, 2023 , 11:27

"იტალიელები ქართველებს ძალიან ჰგვანებიან. განსხვავებული მხოლოდ ენაა. მაგრამ ჭიქა ღვინოსთან ენაც ქრება და მხოლოდ გული რჩება", -ასე მიესალმა ლეგენდარული იტალიელი მომღერალი ალ ბანო კარიზი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში შე

თბილისი ლეგენდარული ალ ბანოს პირველ სოლო კონცერტს უმასპინძლებს

24 ნოემბერი, 2023 , 12:38

24 ნოემბერს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ლეგენდარული იტალიელი მომღერლის, ალ ბანოს პირველი სოლო კონცერტი გაიმართება. მუსიკოსი საქართველოს საქველმოქმედო ფონდ "ცხოვრება მშვენიერიას" მოწვევით სტუმრობს. როგორც მომღერალმა

ისრაელელი მხატვრების გამოფენა თბილისში

24 ნოემბერი, 2023 , 11:48

ხვალ, 25 ნოემბერს თბილისში გაიხსნება ისრაელელი მხატვრების ჯგუფური გამოფენა, რომელიც მშვიდობას ეძღვნება. "სამართლიანობა, სიმართლე და მშვიდობა?" ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც თბილისში მიმდინარეობდა და ისრაელზე 7 ოქტომბერს ტ

ისრაელელი მხატვრების გამოფენა თბილისში

24 ნოემბერი, 2023 , 11:48

ხვალ, 25 ნოემბერს თბილისში გაიხსნება ისრაელელი მხატვრების ჯგუფური გამოფენა, რომელიც მშვიდობას ეძღვნება. "სამართლიანობა, სიმართლე და მშვიდობა?" ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც თბილისში მიმდინარეობდა და ისრაელზე 7 ოქტომბერს ტ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი