უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

9 თებერვალი, 2017 15:15
font-size

ეროვნული მუზეუმის ყოფილმა ექსპერტმა ნოდარ ახალკაცმა მისი გათავისუფლების მიზეზებზე ისაუბრა

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ყოფილმა ექსპერტმა ნოდარ ახალკაცმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სამსახურიდან მისი გათავისუფლების მიზეზებზე ისაუბრა.

ახალკაცი დათხოვნის მიზეზად ადმინისტრაციასთან კონფლიქტს ასახელებს, რომელიც ეხებოდა მუზეუმში მუდმივი საგამოფენო სივრცის არარსებობას. „ეროვნული მუზეუმის“ ყოფილი კურატორის თქმით, ადმინისტრაცია აქცენტს აკეთებს ვიწრო იდეოლოგიურ ჯგუფზე.

„ჩემი პირველი დიდი ბრალდება დღევანდელი მუზეუმის ადმინისტრაციის მიმართ არის საქარტველოში მუდმივი გამოფენის არქონა, რადგანაც ეს არის მიმართული იქითკენ, რომ ეს სივრცეები ცალკეული იდეოლოგიური მიმართულების მქონე ჯგუფებისთვის დაეთმოთ. დღესაც ასეა, მაგრამ კეთდება ცალკეული გამოფენები, რომლებიც ამოვარდნილია საქართველოს საერთო ისტორიული განვითარების კონტექსტიდან“, - აცხადებს ახალკაცი.

ახალკაცი ასევე საუბრობს მუზეუმში გავრცელებულ პრაქტიკაზე, როცა ხდება ისტორიული მნიშვნელობის მქონე ნიმუშების გაქირავება. მან განაცხადა, რომ წინააღმდეგი იყო , რომ გიგო გაბაშვილის ნივთები გაეტანათ მუზეუმიდან.

„მუზეუმიდან გაიტანეს გიგო გაბაშვილის ნამუშევრები და ნივთები, ქირავნობის სახით. ამ ნივთებს ისტორიული მნიშვნელობა აქვს, მე ამას ვეწინააღმდეგებოდი. ასევე, ბრძანებაში მითითებულია, რომ ამ ნივთებს გადასახადის ფასად ატანდნენ და შემდეგ უკვე რაც ბრუნდებოდა, ხელმეორედ შესამოწმებელი იყო. ყველაფერი ამის შემდეგ, საჭიროა ექსპერტიზის ჩატარება, დაბრუნდა თუ არა ისევ ის ნივთები, რაც წაიღეს, ამას კი დამატებითი ხარჯი სჭირდებოდა“, - თქვა ახალკაცმა.

მუზეუმის ყოფილი თანამშრომლის თქმით, კონფლიქტი ადმინისტრაციასთან ახლა არ დაწყებულა და „ნელ-ნელა მწიფდებოდა“.

„ზეწოლა იყო ჩემზე იმასთან დაკავშირებით, რომ ოთახში , სადაც ვიყავი, გამომიყვანეს და გადამიყვანეს იქ, სადაც ადრე სასადილო იყო. ამის გარდა იყო ფიზიკური ზეწოლის მცდელობები ახალმოსული თანამშრომლების მხრიდან. გარდა ამისა, განვცვიფრდი, როცა ბოლო სამეცნიერო კრებულში არ დამაბეჭდინეს ჩემი სტატია“, - აცხადებს ახალკაცი.

მისი თქმით, მუზეუმში საგამოფენო სივრცე აღარ დარჩა, რადგან ის ბიოპალეონტოლოგიის ინსტიტუტმა დაიკავა. ასევე მან განაცხადა, რომ თანამშრომლებს მძიმე პირობებში უწევთ მუშაობა.

„ჩემი ხელფასი ხელზე შეადგენს 480 ლარს, მაშინ, როცა ჩემი ადგილი, ანუ ხალიჩებთან მუშაობა არის ჯანმრთელობისთვის მავნებელი საქმიანობა შხამ-ქიმიკატების, ნაფტალინისა და სხვადასხვა ნივთიერების გამო. დირექციაში არავის უფიქრია, რომ ერთ-ერთ სადაზღვეო კომპანიასთან დადებული ხელსეკრულების თანახმად გათვალისწინებული გოლდენ დაზღვევა, რომლითაც თვითონ სარგებლობენ, გადაენაწილებინა იმ ადამიანებზე, რომლებსაც ალერგია ჩამოუყალიბდათ“, - ამბობს მუზეუმის ყოფილი თანამშრომელი.

ახალკაცი აპირებს ომბუდსმენსა და სასამართლოს მიმართოს.

ანა მებურიშვილი


იქით მხარეს არის ზიზღი, თანამოქალაქის მიმართ ზიზღის კოეფიციენტი იყო წარმოუდგენელი - გუკა რჩეულიშვილი

16 მაისი, 2024 , 16:44

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გუკა რჩეულიშვილი სამართალდამცველების მხრიდან ძალადობრივ ქმედებებზე "რადიო თავისუფლებასთან" საუბრობს.  „მათმა

ოპოზიციონერი დეპუტატები სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს მოუწოდებენ, ძალის გადამეტებაზე გამოძიების დეტალები წარადგინონ

16 მაისი, 2024 , 15:51

ოპოზიციონერი დეპუტატები ხატია დეკანოიძე და თამარ კორძაია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, კოკა კაციტაძეს მიმართავენ და აქტივისტების, აქციაზე დაკავებულების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების მიმართ განხორციელებულ ძ

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მუქარის ზარებზე განცხადებას ავრცელებს

16 მაისი, 2024 , 15:29

პერსონალურ მონაცებთა დაცვის სამსახური ე.წ. რუსული კანონის მოწინააღმდეგებთან განხორციელებულ მუქარის ზარებზე განცხადებას ავრცელებს. უწყებაში ამბობენ, რომ მოქალაქეთა ნაწილი მათ მიმართ მუქარაზე მიუთითებდა. მათი განცხადებით,

ეკატერინა ხვედელიძე-ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს

16 მაისი, 2024 , 13:53

ეკატერინა ხვედელიძე-ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს, სადაც „ფორმულას“ ეთერში ლექტორ როსტომ ცხვედიანის გაკეთებულ განცხადებას პასუხობს. „მოგესალმებით, ბ-ნო როსტომ, შეუძლებლად ჩავთვალე, უყურადღებოდ დამეტო

ვირუსული ჰეპატიტის დიაგნოსტიკამ და მკურნალობაზე საყოველთაო ხელმისაწვდომობამ, დაავადების ტვირთი მნიშვნელოვნად შეამცირა - მიხეილ სარჯველაძე

16 მაისი, 2024 , 12:41

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, პირველ მოადგილე თამარ გაბუნიასთან ერთად, აშშ CDC-ს საქართველოს ოფისისა და დაავადებათა კონტროლისა და საზ

17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა

16 მაისი, 2024 , 10:39

ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით 2024 წლის 17 მაისი უქმე დღედ განისაზღვრა, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებაშია ნათქვამი, რომელიც საკანონმდებლო მაცნეში უკვე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი