უკან
რეგიონები
23 მარტი, 2018 14:10
ერთი გარდაცვლილი და ორი დაშავებული - ავარია თელავში
თელავში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
რუსთაველის ქუჩაზე ავტომანქანა ხეს შეეჯახა, შედეგად 23 წლის ბიჭი ადგილზე გარდაიცვალა.
არიან დაშავებულებიც. მძიმე დაზიანებები მიიღეს მანქანაში მყოფმა მამა-შვილმა. ორივე მათგანი თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული.
მედიკოსების შეფასებით, პაციენტების მდგომარეობა ამ ეტაპზე მძიმეა.
მამაკაცი გულმკერდის დაზიანებებით რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, ახალგაზრდა კი, თავის ტრამვებით ნეიროქირურგის დაკვირვების ქვეშ იმყოფება.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.