უკან
ეკონომიკა
14 ივლისი, 2017 17:39
ეს საკითხი სენსიტიურია ჩემს ქვეყანაშიც - იან კელი ე.წ. „ქართველთა მარშზე“
აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი მოკლედ გამოეხმაურა დღეს დაგეგმილ ე.წ. „ქართველთა მარშს“, რომლის ორგანიზატორები მოუწოდებენ საქართველოში მყოფ ყველა არალეგალ უცხოელს, დატოვოს ქვეყანა.
კელის თქმით, მოსახლეობას მშვიდობიანი შეკრების უფლება აქვს, ხოლო ეს თემა სენსიტიურია აშშ-შიც.
„მოსახლეობას უფლება აქვს მშვიდობიანად შეიკრიბოს და გამოხატოს საკუთარი აზრი, თუმცა ეს შიდა საკითხია და ამაზე დეტალურ კომენტარს ვერ გავაკეთებ. ზოგადად, საკითხი სენსიტიურია ჩემს ქვეყანაშიც“, - განაცხადა იან კელიმ.