უკან

მოზაიკა

17 თებერვალი, 2017 16:20
font-size

ესთეტიკური ცენტრი „Solo per te“ - სრულყოფილი სილამაზისთვის

გვესაუბრება ესთეტიკური ცენტრის Solo Per Te ლაზეროთერაპევტი ნინო ჯოლია

როგორია დიოდური ლაზეროთერაპია ჭარბთმიანობის სამკურნალოდ?

- ეპილაცია დიოდის ლაზერით დღეისათვის არასასურველი თმის სამუდამოდ მოცილების ყველაზე უსაფრთხო და ეფექტურ მეთოდად არის მიჩნეული. დიოდური ლაზერის უპირატესობა სხვა მეთოდებთან შედარებით არის ის, რომ მისი გამოყენება უსაფრთხოა როგორც ღია, ასევე მუქი ფერის კანსა და თმის სტრუქტურაზე, რაც მეტად გავრცელებულია საქართველოში.

რა აპარატით კეთდება პროცედურა თქვენს კლინიკაში?

-ჩვენს ცენტრში პროცედურები ტარდება მსოფლიოში აღიარებული ოქროს

სტანდარტად წოდებული ულტრათანამედროვე გერმანული კომპანია „ASCLEPION“-ის მე–6 თაობის `Mediostar Next Pro`აპარატით.

რა უპირატესობა აქვს თქვენთან ჩატარებულ პროცედურას?

-Mediostar Next Pro წინა მოდელებთან შედარებით ხასიათდება გაუმჯობესებული მონაცემებით. შედარებით მაღალი ენერგია და გრძელი ტალღის სიგრძე საშუალებას იძლევა სელექტიურად უფრო ეფექტურად მოხდეს მოქმედება დერმაში განლაგებულ ყველაზე ღრმა ბიოსამიზნეზე, ამასთანავე კანის სხვა სტრუქტურები ხელშეუხებელი რჩება.

აპარატის უპირატესობები:

. პროცედურა სრულიად უმტკივნეულოა ნებისმიერ ზონაზე
. აპარატს გააჩნია ფუნქცია დაინახოს და მოაშოროს ნებისმიერი ტიპის თმა (მათ შორის, მუქი, ქერა, ჭაღარა და ნაზი თმის ღერები)
. მუშაობს კანის ყველა ფოტოტიპზე
. არ ტოვებს დეპიგმენტურ ლაქებს
. თმის მოშორება შესაძლებელია გარუჯულ კანზეც
. არ აღინიშნება თმის ჩაზრდა
. კანი ხდება გლუვი და ხავერდოვანი

. აქვს კანის გაგრილების ინტეგრირებული სისტემა (ყინულის ეფექტი)

რამდენი პროცედურაა საჭირო თმის სრულად მოცილებისთვის?

-პროცედურის ეფექტრურობა დამოკიდებულია კანისა და თმის ტიპზე.

საშუალოდ 5–6 პროცედურა სრულიად საკმარისია კარგი შედეგის მისაღებად.

რა უნდა გაითვალისწინოს პაციენტმა პროცედურამდე და მის შემდეგ?

– არის გარკვეული ჩამონათვალი რჩევებისა, რომელიც აუცილებელია გაითვალისწინოს პაციენტმა პროცედურის ჩატარებამდე:

1. ეპილაციის ზონა სრულიად თავისუფალი უნდა იყოს თმისაგან.

2. პროცედურის ჩატარება არ არის მიზანშეწონილი სოლარიუმის ვიზიტიდან 2–3 დღის ინტერვალში.

3. პროცედურა არ ტარდება ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში.

რამდენად მოგმართავენ ჭარბთმიანობის სამკურნალოდ მამაკაცები? გაქვთ თუ არა მათთვის რამე განსაკუთრებული სპეციფიკა?

-საქართველოში მამაკაცების მხრივ ლაზერულ ეპილაციაზე მოთხოვნა უფრო და უფრო იზრდება. უმეტესად სპორტსმენები მიმართავენ ესთეტიკურ კაბინეტებს.ზონებს შორის მამაკაცებში, ერთ–ერთი მოთხოვნადი ღაწვების ზონააა. სილამაზე მსხვერპლს მოითხოვსო, უთქვამთ, მაგრამ ASCLEPION-ის ბოლო თაობის აპარატით ჩატარებული პროცედურები სრულიად უმტკივნეულოა, რაც მამაკაცების მომართვიანობის ერთ–ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია.

საგაზაფხულოდ ხომ არ გაქვთ რამე შეთავაზება თქვენი მომხმარებლებისთვის?

მუდმივად ვთავაზობთ მომხმარებლებს აქციებს, განსაკუთრებულ სერვისსა და მყუდრო გარემოს. თვალი ადევნეთ ჩვენს ფეისბუქ-გვერდს და სიახლეებს შეიტყობთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ფასები ხელმისაწვდომია, ხოლო შედეგი - გარანტირებული.

ესთეტიკური ცენტრი „Solo per te“

მისამართი: ჭავჭავაძის გამზ. 62 (შესასვლელი ბერძენიშვილის ქუჩის მხრიდან)

(032) 2 43 49 94 / (995) 591 41 77 77

https://www.facebook.com/SoloPertTeGe/

NS

საკვანძო სიტყვები:

ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა

17 ივნისი, 2025 , 10:50

სოსო ლაღიძის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ “თბილისი რიტმის”  ფარგლებში საქართველოს ლონდონის სამეფო ბალეტის წამყვანი სოლისტი ნატალია ოსიპოვა ესტუმრა. იგი 15 ივნისს თბილისში, ალექსანდრე გრიბოე

თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა

13 ივნისი, 2025 , 13:56

თბილისში ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი ZEG გაიხსნა. ღონისძიება 2025 წელს მეხუთედ იმართება. როგორც „მედიანიუსს“ ZEG-ის თანადამფუძნებელმა ქეთევან ებანოიძემ განუცხადა, გასული 4 ფესტივალისაგან განსხვავებით

საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა

30 მაისი, 2025 , 13:13

საქველმოქმედო ფონდ „ცხოვრება მშვენიერიას“ მოწვევით საქართველოს იტალიური კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობი სიმონა კავალარი ესტუმრება. ლეგენდარული სერიალის -- „რვაფეხას“ -- ვარსკვლავი თბილისში 31 მ

საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს

23 მაისი, 2025 , 16:36

მსოფლიო კრივის ამერიკელი ლეგენდა როი ჯონსი საქართველოშია. ის თბილისში, სპორტის ახალ სასახლეში პროფესიონალურ კრივში გასამართ მსოფლიო სარეიტინგო ბრძოლებს დაესწრება. ღონისძიება პროფესიონალური კრივის კავშირისა და “Worl

თბილისში „ბარსელონას“ ლეგენდებისა და ქართველი ვეტერანების მატჩი გაიმართა

19 მაისი, 2025 , 08:30

თბილისმა საქართველოს ნაკრებისა და „ბარსელონას“ ლეგენდების მატჩს უმასპინძლა. შეხვედრა ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ გაიმართა. ლეგენდების მატჩის ორგანიზატორი იყო კომპანია „Sports O

რობერტო ფონსეკას კონცერტი თბილისში სრული ანშლაგით ჩატარდა

6 მაისი, 2025 , 12:50

სოსო ლაღიძის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი “თბილისი რიტმი”  4 მაისს ვირტუოზი კუბელი პიანისტის, რობერტო ფონსეკას კონცერტით გაიხსნა. მან თავის შემოქმედებით ჯგუფთან ერთად ახალი ალბომი “L