უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

20 თებერვალი, 2020 17:25
font-size

„ევროპაბეთი“ წამყვანი ქვეყნების გამოცდილებას საქართველოში პირველი დანერგავს

„დარწმუნებული ხართ, რომ თამაშის გაგრძელება გსურთ?“ - აზარტული თამაშების მოყვარულებს, რომლებიც სხვადასხვა ტიპის ონლაინ თამაშებს „ევროპაბეთზე“ თამაშობენ, სწორედ ეს შეკითხვა შეაწყვეტინებთ თამაშს ზუსტად 2 საათის შემდეგ.

„დროის კონტროლი“ - ეს ინოვაციური ჭკვიანი ტექნოლოგიაა და წარმატებითაა დანერგილი ისეთ განვითარებულ ქვეყნებში, როგორიცაა შვედეთი, დიდი ბრიტანეთი, მალტა, გერმანია და სხვა ქვეყნები. საქართველოში კი ის „ევროპაბეთმა“ პირველმა დანერგა. მისი წყალობით, მოთამაშეს გარკვეული ხნის შემდეგ თავად ვებგვერდი ახსენებს იმას, რომ უკვე დიდი ხანია, თამაშობს და რომ უნდა დაფიქრდეს: სურს თუ არა თამაშის გაგრძელება.

მოწყობილობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია დანაკარგისა და მოგების გაანალიზებაა. „დროის კონტროლი“ სწორედ დროისა და ფინანსების სწორად განკარგვას გულისხმობს. 2-საათიანი სესიის შემდეგ მოთამაშე ეკრანზე პოპ-აპ ბანერს ხედავს, სადაც „ევროპაბეთის“ ვებგვერდზე გატარებული დრო და მოგება-წაგების ბალანსი წერია. ჭკვიანი ალგორითმი მოთამაშეებს აზარტული თამაშების უმთავრეს პრინციპსაც ახსენებს - „ითამაშე მხოლოდ სიამოვნებისთვის“.

ეს პრინციპი პასუხისმგებლიანი თამაშის კამპანიის დასაწყისშიც, 2019 წლის გაზაფხულზე გაჟღერდა. მაშინ „ევროპაბეთის“ ბრენდ ამბასადორმა, ცნობილმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანდრეა პირლომ მომხმარებელს თამაშის ნამდვილი დანიშნულება: „ითამაშე მხოლოდ სიამოვნებისთვის“ შეახსენა.


„პასუხისმგებლიანი თამაშის“ კამპანია 2019 წლის დეკემბერში გააქტიურდა. პირველი მასშტაბური ნაბიჯი კომპანიის მხრიდან რეკლამის თვითრეგულირება გახდა, რომლის ფარგლებშიც „ევროპაბეთმა“ გარე ბანერები სრულად ჩამოხსნა, ხოლო სხვა მედიასაშუალებებში კომუნიკაციის რეგულირება დაიწყო.

„პასუხისმგებლიანი თამაშის“ მასშტაბური კამპანია სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: ესაა პასუხისმგებლობა ბიზნესის, კომუნიკაციისა და საზოგადოების მიმართ. კამპანიის ფარგლებში ამოქმედდა ვებგვერდი responsible.ge, სადაც დეტალურადაა აღწერილი ყველა ის ინოვაციური თუ კარგად გამოცდილი ტექნოლოგია და მეთოდი, რითაც „ევროპაბეთის“ მომხმარებლები ისარგებლებენ.

პასუხისმგებლიანი თამაშის კონცეფციის ეტაპობრივი დანერგვით კომპანია უზრუნველყოფს არა მხოლოდ ცნობადობის ამაღლებასა და მომხმარებლის განათლებას ამ სფეროში, არამედ ისეთი ონლაინ ხელსაწყოების ამოქმედებას, რომლებიც უკვე დიდი ხანია, ევროპის წამყვანი გასართობი თამაშების კომპანიების პრაქტიკაში წარმატებით ფუნქციონირებს, რაშიც იგულისხმება ვიდეოვერიფიკაცია, თვითშეფასების ტესტი და სხვა ტიპის ხელსაწყოები.

ევროპაბეთი 4 წლის წინათ მთლიანად გადავიდა შვედური კომპანია BETSSON-ის (17 ბრენდი 10 ქვეყანაში) მფლობელობაში. პასუხისმგებლიანი თამაშის ქართულ ბაზარზე დანერგვა BETSSON-ის ერთ-ერთი პირველი ინიციატივაა.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

17 ოქტომბერი, 2025 , 16:52

19 ოქტომბერს თბილისი  პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალს პირველად უმასპინძლებს. სპეციალურად ამ ღონისძიებისათვის თბილისს  მსოფლიოს ცნობილი წამყვანი სპეციალისტები ეწვივნენ,  ფესტივალი

ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა

17 ივნისი, 2025 , 10:50

სოსო ლაღიძის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ “თბილისი რიტმის”  ფარგლებში საქართველოს ლონდონის სამეფო ბალეტის წამყვანი სოლისტი ნატალია ოსიპოვა ესტუმრა. იგი 15 ივნისს თბილისში, ალექსანდრე გრიბოე

თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა

13 ივნისი, 2025 , 13:56

თბილისში ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი ZEG გაიხსნა. ღონისძიება 2025 წელს მეხუთედ იმართება. როგორც „მედიანიუსს“ ZEG-ის თანადამფუძნებელმა ქეთევან ებანოიძემ განუცხადა, გასული 4 ფესტივალისაგან განსხვავებით

საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა

30 მაისი, 2025 , 13:13

საქველმოქმედო ფონდ „ცხოვრება მშვენიერიას“ მოწვევით საქართველოს იტალიური კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობი სიმონა კავალარი ესტუმრება. ლეგენდარული სერიალის -- „რვაფეხას“ -- ვარსკვლავი თბილისში 31 მ

საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს

23 მაისი, 2025 , 16:36

მსოფლიო კრივის ამერიკელი ლეგენდა როი ჯონსი საქართველოშია. ის თბილისში, სპორტის ახალ სასახლეში პროფესიონალურ კრივში გასამართ მსოფლიო სარეიტინგო ბრძოლებს დაესწრება. ღონისძიება პროფესიონალური კრივის კავშირისა და “Worl

თბილისში „ბარსელონას“ ლეგენდებისა და ქართველი ვეტერანების მატჩი გაიმართა

19 მაისი, 2025 , 08:30

თბილისმა საქართველოს ნაკრებისა და „ბარსელონას“ ლეგენდების მატჩს უმასპინძლა. შეხვედრა ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ გაიმართა. ლეგენდების მატჩის ორგანიზატორი იყო კომპანია „Sports O