უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

11 ივლისი, 2020 14:14
font-size

ფანჩატურები, საქანელები, ჰამაკები - მთიანაჭარაში საპიკნიკე ზონები მოეწყობა

აჭარაში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება გრძელდება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო მთიანაჭარაში, ტურისტულ მარშრუტებზე საპიკნიკე ინფრასტრუქტურის მოწყობას გეგმავს.

ავთენტური და ეკოლოგიური მასალებით დამზადებულ საპიკნიკე ზონის მოწყობა ჩირუხის ალპურ ტურისტულ მარშრუტზე იგეგმება, რომელიც საშუალებას მისცემს მოგზაურებს ღია სივრცეში, ბიომრავალფეროვან და ავთენტურ გარემოში განიტვირთონ, დაისვენონ და ულამაზესი პანორამული ხედებით დატკბენ. ზღვის დონიდან 2,148 მ სიმაღლეზე განთავსებული საპიკნიკე ინფრასტრუქტურა თავისი ჰამაკებით, საქანელებითა და ფანჩატურებით საზაფხულო იაილებზე ტურისტებისთვის რეკრეაციული გარემოს შექმნას შეუწყობს ხელს. გარდა ამისა, მცირე მოსასვენებელი ზონა მოეწყობა ხელვაჩაურსა და ქობულეთშიც.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია გვქონდეს, რაც შეიძლება მეტი რეკრეაციული ზონა მთიანაჭარაში არსებულ ტურისტულ მარშრუტებზე. ამ ეტაპზე, პრიორიტეტი მიენიჭა უკვე მარკირებულ ტურისტულ მარშრუტებს, თუმცა სამომავლოდ საპიკნიკე ზონების მოწყობას ახალ ტურისტულ მიმართულებებზეც განვახორციელებთ. პირველ რიგში გვსურს ამით კომფორტული გარემო შევუქმნათ ჩვენს მოგზაურებს, რომლებიც აჭარის ულამაზესი ბუნებისა და ტურისტული ღირსშესანიშნაოებების მონახულებას დააპირებენ. რაც შეეხება უშუალოდ ჩირუხი-ხიხანი-გოდერძის ტურისტულ მარშრუტს ის საინტერესო მიმართულებაა სათავგადასავლო ტურიზმის მოყვარულებისა და მოლაშქრეებისთვის. ულამაზესი ტბებით, ჩანჩქერებითა და კულტურული ღირსშესანიშნაობებით მდიდარი მარშრუტი, რომელიც ძირითადად საზაფხულო იაილებზე გადის, სრულადაა მარკირებული და მას უკვე საპიკნიკე ინფრასტრუქტურაც შეემატება,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ლელა გოგუაძემ.

ჩირუხი-ხიხანი-გოდერძის ტურისტულ მარშრუტზე მდებარეობს ჩირუხის მთაც, სადაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ტურისტული მიზიდულობის ცენტრის შექმნას გეგმავს. მთის ტურისტული განვითარების კონცეფცია, რომელიც ახალი ტურისტული პროდუქტისა და ინფრასტრუქტურის შექმნას ითვალისწინებს, დამუშავების ბოლო ეტაპზეა და მალე საჯარო იქნება.

11-25 აპრილს გომბორი-თელავის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

10 აპრილი, 2024 , 11:05

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 11 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზ

საქართველოს ბანკის რიგით 21-ე იდეათეკა ახალციხეში გაიხსნა

25 მარტი, 2024 , 17:05

საქართველოს 8 რეგიონში უკვე საქართველოს ბანკის 21 მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა ფუნქციონირებს. ეს ყველაფერი არაა. ფინანსური ინსტიტუტი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქ

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

25 მარტი, 2024 , 12:09

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან.  სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის განმარტებით,

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა

20 მარტი, 2024 , 12:00

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერმა ლევან ხარაბაძ

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სოფელ ნატანებთან ლიანდაგიდან გადავიდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

20 მარტი, 2024 , 11:48

ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან ლიანდაგს ასცდა. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა დ

დედოფლისწყაროში, ტყის მიმდებარედ მამაკაცი ხანძრის გაჩენას ცდილობდა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

5 მარტი, 2024 , 11:16

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი