უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

21 სექტემბერი, 2018 17:35
font-size

ფაროსანასთან ბრძოლის შედეგები იმედისმომცემია - ამერიკელი მეცნიერი

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით გატარებულ ღონისძიებებს და დასავლეთ საქართველოში არსებულ ვითარებას გაეცნო პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი გრეგ კრავჩუკი.

ამერიკელმა მეცნიერმა სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა თხილის ნარგავები და სიმინდის მასივები გურიისა და სამეგრელოს რეგიონებში, შეხვდა ფერმერებს, მოინახულა “მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურები და მოისმინა ინფორმაცია, რამდენად არის ჩართული მოსახლეობა მექანიკური ღონისძიებების განხორციელებაში. გრეგ კრავჩუკი ასევე იმყოფებოდა ანასეულში არსებულ კვლევითი ინსტიტუტის ლაბორატორიაში, სადაც მიმდინარეობს სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები მავნებლის ბიოლოგიასა და მასთან ბრძოლის მეთოდებთან დაკავშირებით.

ამერიკელი მეცნიერის განცხადებით, მავნებელთან ბრძოლა ხანგრძლივი პროცესია. „ქართველ ფერმერებს აქვთ შესაძლებლობა, გაიზიარონ ჩვენი გამოცდილება და მზა რეკომენდაციები. ამასთან, მნიშვნელოვანია ის სამუშაო, რომელსაც ატარებს სურსათის ეროვნული სააგენტო როგორც ფერმერთა დახმარების, ასევე მათი ინფორმირების თვალსაზრისით. შედეგები იმედისმომცემია. ქართველმა ფერმერებმა დაიწყეს იმ მეთოდების გამოყენება, რომლებსაც ამერიკელი ფერმერები ჩვენი რეკომენდაციებით იყენებენ. თუ გვინდა მივიღოთ ხელშესახები შედეგი, ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა მავნებლის პოპულაციის შემცირებაში“, - განაცხადა გრეგ კრავჩუკმა.

მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგი, პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი გრეგ კრავჩუკი საქართველოში წელს მესამედ იმყოფება.

იქით მხარეს არის ზიზღი, თანამოქალაქის მიმართ ზიზღის კოეფიციენტი იყო წარმოუდგენელი - გუკა რჩეულიშვილი

16 მაისი, 2024 , 16:44

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გუკა რჩეულიშვილი სამართალდამცველების მხრიდან ძალადობრივ ქმედებებზე "რადიო თავისუფლებასთან" საუბრობს.  „მათმა

ოპოზიციონერი დეპუტატები სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს მოუწოდებენ, ძალის გადამეტებაზე გამოძიების დეტალები წარადგინონ

16 მაისი, 2024 , 15:51

ოპოზიციონერი დეპუტატები ხატია დეკანოიძე და თამარ კორძაია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, კოკა კაციტაძეს მიმართავენ და აქტივისტების, აქციაზე დაკავებულების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების მიმართ განხორციელებულ ძ

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მუქარის ზარებზე განცხადებას ავრცელებს

16 მაისი, 2024 , 15:29

პერსონალურ მონაცებთა დაცვის სამსახური ე.წ. რუსული კანონის მოწინააღმდეგებთან განხორციელებულ მუქარის ზარებზე განცხადებას ავრცელებს. უწყებაში ამბობენ, რომ მოქალაქეთა ნაწილი მათ მიმართ მუქარაზე მიუთითებდა. მათი განცხადებით,

ეკატერინა ხვედელიძე-ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს

16 მაისი, 2024 , 13:53

ეკატერინა ხვედელიძე-ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს, სადაც „ფორმულას“ ეთერში ლექტორ როსტომ ცხვედიანის გაკეთებულ განცხადებას პასუხობს. „მოგესალმებით, ბ-ნო როსტომ, შეუძლებლად ჩავთვალე, უყურადღებოდ დამეტო

ვირუსული ჰეპატიტის დიაგნოსტიკამ და მკურნალობაზე საყოველთაო ხელმისაწვდომობამ, დაავადების ტვირთი მნიშვნელოვნად შეამცირა - მიხეილ სარჯველაძე

16 მაისი, 2024 , 12:41

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, პირველ მოადგილე თამარ გაბუნიასთან ერთად, აშშ CDC-ს საქართველოს ოფისისა და დაავადებათა კონტროლისა და საზ

17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა

16 მაისი, 2024 , 10:39

ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით 2024 წლის 17 მაისი უქმე დღედ განისაზღვრა, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებაშია ნათქვამი, რომელიც საკანონმდებლო მაცნეში უკვე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი