უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

21 ივნისი, 2017 15:10
font-size

ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური გაიხსნა

სასტუმრო „ბილტმორ თბილისში“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების - ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ოფიციალური საჯარო გახსნა გაიმართა.

ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, დიპლომატიური მისიებისა და პროფესიული ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ოფიციალურ საჯარო გახსნაზე განხილული იყო სამსახურთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის: სამსახურთან დაკავშირებული ძირითადი უპირატესობები და გამოწვევები; სამსახურის ძირითადი ფუნქციები და მიღწეული შედეგები; საერთაშორისო თანამშრომლობა; სამსახურის საინფორმაციო რესურსები და მისი მნიშვნელობა ბიზნესისა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისათვის და სხვ.

თავის გამოსვლაში ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის საბჭოს თავმჯდომარემ გიორგი თაბუაშვილმა განაცხადა, რომ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის რეფორმის წარმატებით განხორციელება დაკავშირებულია კორპორატიული მართვის და სააღრიცხვო დისციპლინისა და ანგარიშგების საანდოობის ხარისხის ამაღლებასთან, კაპიტალური და ფინანსური ბაზრების განვითარებასა და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებასთან.

„აღნიშნული რეფორმის განხორციელებით მოგებული დარჩება საწარმო, რომელსაც ექნება სანდო და გამჭირვალე ანგარიშგება, აუდიტორი, რომელიც მაღალპროფესიულ დონეზე შეასრულებს სამუშაოს, ბიზნესი, რომელსაც უკეთ ეცოდინება თავისი კომპანიის ფინანსური მდგომარეობა და სწორად დაგეგმავს სამომავლო პერსპექტივას, ინვესტორი, რომელიც უფრო თამამად ჩადებს ინვესტიციებს ქვეყანაში და საბოლოო ჯამში, რეფორმის შედეგები ხელშესახები იქნება ჩვენი საზოგადოებისთვის,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი თაბუაშვილმა.

„ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რეფორმა მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის ნაწილია. დაახლოებით ერთი წლის წინ ჩვენ მივიღეთ შესაბამისი კანონი და ჩამოვაყალიბეთ ზედამხედველობის სამსახური. აღნიშნული რეფორმა ორიენტირებულია არა მხოლოდ ზოგადად აუდიტორული მომსახურების ხარისხზე, არამედ ხელს უწყობს ეკონომიკის სხვადასხვა დარგების განვითარებას,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ.

მისი განცხადებით, „აღნიშნული რეფორმის გარეშე წარმოდგენელია კაპიტალის ბაზრის განვითარება. გარდა ამისა, რეფორმა ხელს შეუწყობს ბიზნეს სექტორში გამჭვირვალობის ხარისხის ამაღლებას და რისკების შემცირებას, რაც ეკონომიკის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია“.

“ჩვენ ვაფასებთ იმ მნიშნელოვან ნაბიჯებს, რომლებიც საქართველოს მთავრობამ და ფინანსთა სამინისტრომ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის დაარსების მიმართულებით გადადგა. ეს გახლავთ საქართველოს მიერ მსოფლიო ბანკის 2015 წლის ფინანსური აღრიცხვისა და აუდიტის ROSC ანგარიშში მოყვანილი რეკომენდაციების დანერგვაში წინსვლის მკაფიო მანიშნებელი. ჩვენ მოველით, რომ ეს რეფორმა და ახალი ანგარიშგების ჩარჩო რეალურ სარგებელს მოუტანს საქართველოს, ვინაიდან მაღალხარისხიანი ფინანსური ინფორმაცია კარგი საინვესტიციო კლიმატისაგან განუყოფელია და წინ უძღვის ეკონომიკურ ზრდას, გამჭვირვალობას და ქვეყნის ეკონომიკის მიმართ ნდობას,“ - აღნიშნა მსოფლიო ბანკის ფინანსური ანგარიშგების რეფორმის ცენტრის ხელმძღვანელმა, ჯარეტ დეკერმა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყებაში ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური 2016 წლის სექტემბრიდან ფუნქციონირებს. აღნიშნული უწყების ხელმძღვანელმა იური დოლიძემ ვრცლად ისაუბრა როგორც აუდიტისა და ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგების სფეროს რეფორმაზე, ასევე შესაბამისი საზედამხედველო ორგანოს საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე.

მისი თქმით, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური ახორციელებს საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული საზედამხედველო სისტემის მეშვეობით აუდიტორებსა და აუდიტორულ ფირმებზე, პროფესიული ორგანიზაციების საქმიანობაზე ზედამხედველობას, აგრეთვე ფინანსური ანგარიშგების და აუდიტის სავალდებულო საერთაშორისო სტანდარტებისა და სხვა ნორმების ქართულ ენაზე სამოქმედოდ შემოღებასა და ქართულ ენაზე ხელმისაწვდომობას, პროფესიული განათლების სტანდარტების დადგენას, სასწავლო პროგრამებისა და საგამოცდო პროცესების აღიარებასა და მონიტორინგს, ასევე, სუბიექტების ფინანსური და მმართველობითი მონაცემების შემცველი საიმედო საინფორმაციო რესურსის (ანგარიშგების საჯარო ელექტრონული პორტალის) შექმნას.

ცნობისთვის, ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური შეიქმნა „ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ კანონის“ შესაბამისად, რომელიც ადგენს სტანდარტებს და მოთხოვნებს საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვის წარმოების, ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩატარების, ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის, ხარისხის კონტროლის უზრუნველყოფის, ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის სფეროში მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების ევროკავშირის მოთხოვნებთან მიახლოების მიზნით.

აღნიშნული კანონის მიზანია, სახელმწიფო დონეზე მოწესრიგდეს ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგების სფერო და გაძლიერდეს აუდიტის პროფესიაზე ზედამხედველობა.

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი