უკან
უახლესი ამბები
- 01.05.2024 16:15მჯერა ქართველი ხალხის, ის საქართველოს ევროპულ გზას დაიცავს - ევროპარლამენტარი
- 01.05.2024 15:39ძალადობა უნდა შეწყდეს - საქართველოში გერმანიის ელჩი
- 01.05.2024 15:27ხელისუფლება შევიდა უმძიმეს და არასაჭირო პროცესში და ვფიქრობ, მას მოუწევს დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა - გიორგი კვირიკაშვილი
- 01.05.2024 15:182 მაისიდან 6 მაისამდე საქართველოში ამინდი გაუარესდება
არქივი
რეგიონები
15 ივლისი, 2021 12:31
ფოთში ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ფოთში ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის თანამშრომელი ნათელა ღვინჯილია დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით დაკავებული მეტადონის პროგრამაში ჩართული პირებისათვის განკუთვნილ წამალს დოზებს აკლებდა და ყიდდა. ის 14 ივლისს ბაზრის ტერიტორიაზე დააკავეს, სადაც ნარკოლოგიური სამსახურის პარალელურად მუშაობდა
დაკავების ფაქტს ნარკოლოგიურში ღვინჯილიას თანამშრომლები ადასტურებენ, თუმცა დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებენ.
შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნას გულისხმობს.