უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

21 ნოემბერი, 2016 13:30
font-size

გადადგომის მიზეზზე ცოტა ხანში ვისაუბრებ- გიორგი ბარათაშვილი

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ბარათაშვილმა თანამდებობა დატოვა. შესაბამისი განცხადება მან მაწუყებლის კანცელარიაში უკვე შეიტანა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭო ახალი გენერალური დირექტორის ასარჩევად შესაბამის პროცედურებს დღეიდან დაიწყებს.

როგორც ბარათაშვილმა მედიასთან საუბარში აღნიშნა, თანამდებობის დატოვების მიზეზებზე იგი სულ მალე ისაუბრებს.

„შევიტანე განცხადება კანცელარიაში და მივმართე ბორდს გადადგომის შესახებ. რა არის ამის მიზეზი? ეს არის სიახლე, ცოტა ხანში ვიტყვი რა სიახლეც იქნება. შესაბამისად, დღეიდან უკვე ვითვლები გადამდგარად. პროცედურა არის შემდეგი, რომ ბორდმა უნდა დანიშნოს მოვალეობის შემსრულებელი დღეს. მერე კანონი ითვალისწინებს 10-დღიან ვადას, რომ მათ უნდა გამოაცხადონ კონკურსი, მერე 30-დღიან ვადას, განცხადების მიღებიდან, შემდეგ 7 დღეში უნდა დანიშნონ ახალი დირექტორი“,-განაცხადა ბარათაშვილმა.

მისი თქმით, მისი მმართველობის პერიოდიდან საზოგადოებრივი მაუწყებელი დღეს ფეხზე დგას.

„მე ვთვლი, რომ ჩვენმა გუნდმა ძალიან წარმატებით გაართვა თავი იმას,რომ ოთხი წლის თავზე, ეს ორგანიზაცია დღეს ფეხზე დგას, და ეს ორგანიზაციია დაინტერესებულია, რომ საინვესტიციო პროექტები გაატაროს“,-აღნიშნა მაუწყებლის ყოფილმა დირექტორმა.

ბარათაშვილი აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე, მისი გადმოსახედიდან, ტელევიზიაში საქმე გააკეთა.

ამასთან აღნიშნავს, რომ მის გადაწყვეტილებაზე გავლენა არავითარ პოლიტიკურ გავლენებს არ მოუხდენია.

„ვთვლი, რომ ამ გადმოსახედიდან, ჩემი საქმე გავაკეთე. ვთვლი, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელსაც სჭირდება ახალი სისხლი, რომ ყველაფერი გაგრძელდეს უფრო უკეთესად. მე კიდევ ორი წელი მქონდა დარჩენილი. არანაირი პოლიტიკური გავლენა. რაც მე ოთხი წლის განმავლობაში აქ ვარ, ყველამ კარგად იცის, რომ ეს მაუწყებელი პოლიტიკური კონიუნქტურიდან არის თავისუფალი და ამას ამბობს ყველა. შესაბამისად, აქ არაფერი პოლიტიკასთან დაკავშირებული არ არის. ეს ჩემი პირადი გადაწყვეტილებაა, და ეს უკვე უკავშირდება ჩემს მომავალ გეგმებს“,-აღნიშნა ბარათაშვილმა.

მონიკა დავლიანიძე

იქით მხარეს არის ზიზღი, თანამოქალაქის მიმართ ზიზღის კოეფიციენტი იყო წარმოუდგენელი - გუკა რჩეულიშვილი

16 მაისი, 2024 , 16:44

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გუკა რჩეულიშვილი სამართალდამცველების მხრიდან ძალადობრივ ქმედებებზე "რადიო თავისუფლებასთან" საუბრობს.  „მათმა

ოპოზიციონერი დეპუტატები სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს მოუწოდებენ, ძალის გადამეტებაზე გამოძიების დეტალები წარადგინონ

16 მაისი, 2024 , 15:51

ოპოზიციონერი დეპუტატები ხატია დეკანოიძე და თამარ კორძაია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, კოკა კაციტაძეს მიმართავენ და აქტივისტების, აქციაზე დაკავებულების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების მიმართ განხორციელებულ ძ

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მუქარის ზარებზე განცხადებას ავრცელებს

16 მაისი, 2024 , 15:29

პერსონალურ მონაცებთა დაცვის სამსახური ე.წ. რუსული კანონის მოწინააღმდეგებთან განხორციელებულ მუქარის ზარებზე განცხადებას ავრცელებს. უწყებაში ამბობენ, რომ მოქალაქეთა ნაწილი მათ მიმართ მუქარაზე მიუთითებდა. მათი განცხადებით,

ეკატერინა ხვედელიძე-ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს

16 მაისი, 2024 , 13:53

ეკატერინა ხვედელიძე-ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს, სადაც „ფორმულას“ ეთერში ლექტორ როსტომ ცხვედიანის გაკეთებულ განცხადებას პასუხობს. „მოგესალმებით, ბ-ნო როსტომ, შეუძლებლად ჩავთვალე, უყურადღებოდ დამეტო

ვირუსული ჰეპატიტის დიაგნოსტიკამ და მკურნალობაზე საყოველთაო ხელმისაწვდომობამ, დაავადების ტვირთი მნიშვნელოვნად შეამცირა - მიხეილ სარჯველაძე

16 მაისი, 2024 , 12:41

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, პირველ მოადგილე თამარ გაბუნიასთან ერთად, აშშ CDC-ს საქართველოს ოფისისა და დაავადებათა კონტროლისა და საზ

17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა

16 მაისი, 2024 , 10:39

ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით 2024 წლის 17 მაისი უქმე დღედ განისაზღვრა, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებაშია ნათქვამი, რომელიც საკანონმდებლო მაცნეში უკვე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი