უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

1 დეკემბერი, 2018 11:50
font-size

გარემოს ეროვნული სააგენტო საბავშვო ბაღებისა და სკოლების მიმდებარე ტერიტორიებზე ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის განსაზღვრას აგრძელებს

გარემოს ეროვნული სააგენტო საბავშვო ბაღებისა და სკოლების მიმდებარე ტერიტორიებზე ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის განსაზღვრას აგრძელებს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით. თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ისაზღვრება ძირითადი დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციები. გაზომვების შედეგად ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, გარდა აზოტის დიოქსიდის (NO2) და მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციებისა.

20 ნოემბერს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში წერეთლის გამზირზე - 1.4-ჯერ, ყაზბეგის გამზირზე - 1.1-ჯერ, ხოლო ვაშლიჯვარში უმნიშვნელოდ. 21, 22, 23 და 24 ნოემბერს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება არ დაფიქსირებულა. 25 ნოემბერს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში, წერეთლის გამზირზე - 1.2-ჯერ, ვაშლიჯვარში - 1.1-ჯერ და ბათუმში, აბუსერიძის ქუჩაზე განთავსებულ ავტომატურ სადგურზე - 1.3-ჯერ. 26 ნოემბერს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. კერძოდ, თბილისში, წერეთლის გამზირზე - 2.3-ჯერ, ვარკეთილში - 2-ჯერ, ვაშლიჯვარში - 1.7-ჯერ; ბათუმში, აბუსერიძის ქუჩაზე - 1.3-ჯერ, ხოლო ყაზბეგის გამზირსა და ქუთაისში - 1.1-ჯერ, რაც გამოწვეული იყო სინოპტიკური სიტუაციის შედეგად, საქართველოს ტერიტორიაზე უდაბნოს მტვრის გავრცელების გამო.

მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების საშუალო წლიურ ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში, წერეთლის გამზირზე 1.3-ჯერ, ქ.ბათუმში 1.1-ჯერ, ხოლო ყაზბეგის გამზირსა და ქ.ქუთაისში უმნიშვნელოდ. ამ დღეების განმავლობაში ასევე ფიქსირდებოდა აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციების საშუალოწლიურ ნორმაზე გადაჭარბება ქალაქ თბილისში წერეთლის გამზირზე 1.4-ჯერ და ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე 1.5-ჯერ, რაც არასრული წვის შედეგად არის გამოწვეული.

ქალაქ თბილისში ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის დასადგენად ჰაერის სინჯები აღებული იქნა ქალაქის ოთხ ლოკაციაზე: უზნაძის ქუჩა N59 – N23 საჯარო სკოლასთან, უნივერსიტეტის ქუჩაზე - მაღლივ კორპუსთან, ყაზბეგის გამზირი N39 – N60 საჯარო სკოლასთან, ქავთარაძის ქუჩა N48 – N35 საჯარო სკოლასთან. ჰაერის სინჯები გაიგზავნა გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ თბილისში ოთხივე ლოკაციაზე აღებულ სინჯებში ტყვიის შემცველობა არ აღემატებოდა დასაშვებ ნორმას.

გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციების შესახებ მონაცემებს ყოველდღიურად აქვეყნებს სააგენტოს ვებგვერდზე www.nea.gov.ge, ასევე ყოველკვირეულად შესაძლებელია საზოგადოება გაეცნოს ინფორმაციას გასული კვირის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოს ბანკის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტები

30 სექტემბერი, 2025 , 13:01

საქართველოს ბანკისთვის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა სტრატეგიული ხედვაა, რომელიც აერთიანებს განათლების, ბიზნესის, დასაქმების და გარემოს დაცვის მხარდაჭერას. სწორედ ამიტომ, ბანკი ახორციელებს პროექტებს, რომლებიც ხე

ვასაჯაროვებთ გიორგი ჩიკვაიძის საკანში ვიდეომეთვალყურეობის შედეგად მოპოვებულ კადრებს - პენიტენციური სამსახური

30 სექტემბერი, 2025 , 12:48

სპეციალური პენიტენციური სამსახური ასაჯაროებს მსჯავრდებულ გიორგი ჩიკვაიძის საკანში ვიდეომეთვალყურეობის შედეგად მოპოვებულ კადრებს, სადაც „მსჯავრდებულისა და მისი გარემოცვის განცხადებით, ადგილი ჰქონდა ჩიკვაიძის მი

გალტ & თაგარტმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის კონფერენციაზე მაკროეკონომიკური მიმოხილვა წარადგინა

29 სექტემბერი, 2025 , 19:49

გალტ & თაგარტმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ გამართულ კონფერენციაზე „მაკროეკონომიკური და სექტორული პერსპექტივები“ - საქართველოს ეკონომიკის  მიმოხილვა წარადგინა. კონფერენცია 26 სექტემბერს, სასტუ

საქართველოს ბანკის პარტნიორმა “ლაიონ აუქციონმა” ამიერკავკასიაში პირველი ამერიკული ავტო აუქციონი გამართა

29 სექტემბერი, 2025 , 18:11

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აგრძელებს. ამჯერად, ბანკთან პარტნიორობით, 27 სექტემბერს, წეროვანში, ლაიონ აუქციონის ავტოსადგომზე, ამიერკავკასიაში პირველი, ამერიკული ავტო აუქციონი გაიმართა. პირველ აუქცი

საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლებს EXTRA-ზე ქეშბექის მიღების შესაძლებლობა აქვთ

29 სექტემბერი, 2025 , 17:29

საქართველოს ბანკი ბიზნესების მხარდაჭერას და მათთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას აქტიურად განაგრძობს. 30 სექტემბრის ჩათვლით, ბიზნეს მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, EXTRA-ზე შოპინგისას სპეციალური შეთავაზებით ისარგებლონ:

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ოტო მოტორსმა წეროვანში ახალი შოურუმი გახსნა

29 სექტემბერი, 2025 , 16:59

საქართველოს ბანკისთვის ქვეყანაში ავტო ინდუსტრიის მხარდაჭერა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სწორედ ამიტომ, პარტნიორ ბიზნესებთან ერთად არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური ხელშეწყობით, ოტ