უახლესი ამბები
- 08.05.2024 18:16არ შეიძლება `ქართული ოცნება` იდგეს ამ ზარების უკან, გამორიცხულია, შეურაცხყოფაა - გია ვოლსკი
- 08.05.2024 16:44ხელისუფლებას ისეთი ტემპი აქვს აკრეფილი საკუთარი თავის დასრულების ამ შემოდგომაზე, ერთადერთი იმაზე ვნერვიულობ, შემოდგომამდე მშვიდად მივიდეთ - იაგო ხვიჩია
- 08.05.2024 16:34ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი, სირცხვილი „ქართულ ოცნებას“ - მირიამ ლექსმანი
- 08.05.2024 14:59არა რუსულ კანონს! - 11 მაისს, 16:00 საათზე, თბილისში მშობლების მარში გაიმართება
- 08.05.2024 14:53საზოგადოებამ მორალურად უნდა შეაფასოს ადამიანები, რომლებიც ჩართული არიან, მათ შორის ფაშისტური ხასიათის კამპანიებში, როცა ადამიანებზე მიმდინარეობს მორალური ტერორი, ბულინგი - შალვა პაპუაშვილი
- 08.05.2024 12:43მივმართავ სუს-ის უფროსს, ლილუაშვილს, ასევე, კობახიძეს: ჩაშალეთ რევოლუციური სცენარის მცდელობა, გაიწვიეთ “რუსული კანონი!” - პაატა მანჯგალაძე
- 08.05.2024 12:33„ქართულ ოცნებას“ ახლა სუს-იც უერთდება და მტკიცებულებების გარეშე ამბობს, რომ დასავლეთიდან შემოსული ფულით კეთდება თურმე აქ გადატრიალება - თეონა აქუბარდია
- 08.05.2024 12:14ლიტერატურულ გამოცემა `არილი,` კულტურის სამინისტროს მიერ დაფინანსების შეწყვეტის გამო, იხურება
არქივი
რეგიონები
გერგეტის სამების ეკლესიამდე მისასვლელი გზის მშენებლობა დასრულდა
ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სტეფანწმინდა-სამების ეკლესიასთან მისასვლელი 5.6 კმ-იანი გზის მშენებლობა დასრულდა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, მოეწყო ცემენტ-ბეტონის საფარიანი ახალი გზა, წყალგამტარი მილები, გზის საყრდენი კედლები, ავტომობილების გასაჩერებელი მოედნები და განხორციელდა გზის კეთილმოწყობის სამუშაოები. ასევე, ახალ გზაზე დამონტაჟდა საგზაო ნიშნები და ჩატარდა გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოებიც.
ტურისტებს, ადგილობრივ მოსახლეობას და მომლოცველებს გერგეტის სამებამდე მისვლა უკვე განახლებული, კომფორტული და უსაფრთხო გზით შეუძლიათ.
გერგეტის ტაძრამდე მისასვლელი ძველი გზა ვიწრო და გრუნტოვანია, რომელიც ახალი გზის პარალელურად იარსებებს.
გერგეტის ყოვლადწმინდა სამების ტაძარი XIV საუკუნის ძეგლია და განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ტურისტების მხრიდან. ახალი გზა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, ყაზბეგის ტურისტული პოტენციალის განვითარებას.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 7 793 854 ლარი შეადგინა. გზის სამშენებლო სამუშაოები შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ“ განახორციელა.