უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

28 დეკემბერი, 2016 16:50
font-size

გია გაჩეჩილაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ საკუთარი წილი ინა გუდავაძეს გადასცა

ტელეკომპანია „მაესტროს“ 55%-ანი წილის ყოფილი მფლობელის გია გაჩეჩილაძის განცხადებით, მან საკუთარი წილი, მედიაჰოლდინგ „იმედის“ დირექტორს ინა გუდავაძეს გადასცა.

როგორც გაჩეჩილაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ის, რომ მან დაიღალა ყოველდღიურად თანამშრომლებზე გასაცემი ხელფასების შესახებ ფიქრისგან.

რაც შეეხება მედიაჰოლდინგ „იმედის“ მიერ „მაესტროს“ შეძენაზე, გაჩეჩილაძემ აღნიშნა, რომ ყველაფერი კანონიერად მოხდა.

"ვინც რა შეთქმულებას ხედავს, ეს მისი ეჭვიანობის ბრალია. ეჭვიანობა ავადმყოფობაა და გადაეცით მამუკა ღლონტს. ყველაფერი მოხდა კანონიერად, მეწილეებმა გაყიდეს თავიანთი წილი და ეს წილი შეიძინა ქალბატონმა ინა გუდავაძემ, გააკეთა მედია ჰოლდინგი. ამაში მეც მივეხმარე, მეც ვიყავი ამ პროცესებში ჩართული, რომ ეს წილი არ წასულიყო რუსთავი 2-სკენ და მაესტრო არ გაერთიანებულიყო რუსთავი 2-თან, ამიტომ ჩავერიე მე, ხოლო მთლიანი ჰოლდინგი შეიქმნა ინა გუდავაძის ქვეშ და არა ვიღაც ნიკა გვარამიას ქვეშ"“,-განაცხადა გაჩეჩილაძემ.

მისი თქმით, ინა გუდავაძის სახით გამოჩნდა ადამიანი, რომელიც „ჩამყაყებულ ტელესივრცეს“ რაღაც ახალს შემატებს.

"დავიღალე ყოველდღე იმის ფიქრით, როგორ გავცე ხელფასები და გამოჩნდა ის ადამიანი, ვინც დააფინანსებს ამ ტელევიზიას, ვინც რაღაც ახალს შემოიტანს ამ ჩამყაყებულ ტელესივრცეს და უკეთესობისკენ დაიძვრება პროცესები“,-აღნიშნა გია გაჩეჩილაძემ.

მონიკა დავლიანიძ

საკვანძო სიტყვები:

იქით მხარეს არის ზიზღი, თანამოქალაქის მიმართ ზიზღის კოეფიციენტი იყო წარმოუდგენელი - გუკა რჩეულიშვილი

16 მაისი, 2024 , 16:44

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გუკა რჩეულიშვილი სამართალდამცველების მხრიდან ძალადობრივ ქმედებებზე "რადიო თავისუფლებასთან" საუბრობს.  „მათმა

ოპოზიციონერი დეპუტატები სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს მოუწოდებენ, ძალის გადამეტებაზე გამოძიების დეტალები წარადგინონ

16 მაისი, 2024 , 15:51

ოპოზიციონერი დეპუტატები ხატია დეკანოიძე და თამარ კორძაია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, კოკა კაციტაძეს მიმართავენ და აქტივისტების, აქციაზე დაკავებულების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების მიმართ განხორციელებულ ძ

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მუქარის ზარებზე განცხადებას ავრცელებს

16 მაისი, 2024 , 15:29

პერსონალურ მონაცებთა დაცვის სამსახური ე.წ. რუსული კანონის მოწინააღმდეგებთან განხორციელებულ მუქარის ზარებზე განცხადებას ავრცელებს. უწყებაში ამბობენ, რომ მოქალაქეთა ნაწილი მათ მიმართ მუქარაზე მიუთითებდა. მათი განცხადებით,

ეკატერინა ხვედელიძე-ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს

16 მაისი, 2024 , 13:53

ეკატერინა ხვედელიძე-ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს, სადაც „ფორმულას“ ეთერში ლექტორ როსტომ ცხვედიანის გაკეთებულ განცხადებას პასუხობს. „მოგესალმებით, ბ-ნო როსტომ, შეუძლებლად ჩავთვალე, უყურადღებოდ დამეტო

ვირუსული ჰეპატიტის დიაგნოსტიკამ და მკურნალობაზე საყოველთაო ხელმისაწვდომობამ, დაავადების ტვირთი მნიშვნელოვნად შეამცირა - მიხეილ სარჯველაძე

16 მაისი, 2024 , 12:41

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, პირველ მოადგილე თამარ გაბუნიასთან ერთად, აშშ CDC-ს საქართველოს ოფისისა და დაავადებათა კონტროლისა და საზ

17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა

16 მაისი, 2024 , 10:39

ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით 2024 წლის 17 მაისი უქმე დღედ განისაზღვრა, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებაშია ნათქვამი, რომელიც საკანონმდებლო მაცნეში უკვე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი