უკან

რეგიონები

8 იანვარი, 2018 14:25
font-size

გორის მოსახლეობის ნაწილი დეკემბერში მისული გაზის გადასახადების გაპროტესტებას აგრძელებს

გორში ადგილობრივები ქალაქის ცენტრში მდებარე „სოკარ ჯორჯია გაზის“ ადმინისტრაციულ შენობასთან აქციას მართავენ. შეკრების მიზეზია დეკემბერში დარიცხული გაზის გადასახადებია, რომლებიც მოსახლეობის აზრით, ხელოვნურადაა გაზრდილი.

საინიციატივო ჯგუფმა ასევე 5 მოთხოვნა გააჟღერა.

დაიწყოს გამოძიება და იყოს გამოვლილი ყველა სამართლებრივი პროცესი. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება წარიმართოს არა ერთეული ადამიანების შემთხვევებით, არამედ, მან მიიღოს კოლექტიური გამოძიების სახე.

გაზის ხარისხის სტანდარტის მაკონტროლებელმა ორგანომ უნდა მიაწოდოს მოსახლეობას ინფორმაცია, რა კალორიულობისა და რამდენად ხარისხიანი გაზი მიეწოდებოდათ და მიეწოდებათ.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა ჩააბაროს ანგარიში და განუმარტოს მოსახლეობას, რას აკეთებენ, ვის მიმართეს, რა გზებს სთავაზობენ და ა.შ. აქციის მონაწილეთა თქმით, მათ სჭირდებათ ხელისუფოების გააზრებული, ქმედითი, დამხმარე ნაბიჯები და არა ემოციური საუბარი.

შეკრებილებმა მოუწოდეს სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებს, პატივი სცენ სამოქალაქო პროტესტს და ნუ გამოვლენ პარტიული ინტერესებითა და ლოზუნგებით. მოთხოვნის მიხედვით, პროტესტი უნდა იყოს აბსოლუტურად თავისუფალი პარტიული შაბლონებისგან.

დადგინდეს, რამდენად სამართლიანად დაანგარიშდა გადასახადი, ხოლო მოსახლეობას აჩვენონ ამა წლის წინა თვეებისა და წინა წლების იგივე თვესთან შედარებული მონაცემები.

საინიციატივო ჯგუფმა ასევე მოითხოვა, რომ დავის დასრულებამდე არცერთ მოქალაქეს არ შეუწყდეს ბუნებრივი აირი.

ადგილობრივების ნაწილმა აქციები 30 დეკემბერს დაიწყო. პარასკევს ამ საქმის შესასწავლად გორში ჩავიდნენ ენერგოომბუდსმენი და სემეკის წევრები. მათ შეხვედრა გამართეს გორის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს წარმომადგენლებთან და „სოკარ ჯორჯია გაზთან“.

საკვანძო სიტყვები:

11-25 აპრილს გომბორი-თელავის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

10 აპრილი, 2024 , 11:05

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 11 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზ

საქართველოს ბანკის რიგით 21-ე იდეათეკა ახალციხეში გაიხსნა

25 მარტი, 2024 , 17:05

საქართველოს 8 რეგიონში უკვე საქართველოს ბანკის 21 მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა ფუნქციონირებს. ეს ყველაფერი არაა. ფინანსური ინსტიტუტი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქ

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

25 მარტი, 2024 , 12:09

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან.  სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის განმარტებით,

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა

20 მარტი, 2024 , 12:00

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერმა ლევან ხარაბაძ

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სოფელ ნატანებთან ლიანდაგიდან გადავიდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

20 მარტი, 2024 , 11:48

ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან ლიანდაგს ასცდა. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა დ

დედოფლისწყაროში, ტყის მიმდებარედ მამაკაცი ხანძრის გაჩენას ცდილობდა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

5 მარტი, 2024 , 11:16

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი