უკან

რეგიონები

25 თებერვალი, 2020 13:30
font-size

გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპრტის მოძრაობა აღდგა. ამის შესახებ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი იტყობინება.

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპრტის მოძრაობა აღდგა. ამ ეტაპზე, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის(რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფანჩატურები, საქანელები, ჰამაკები - მთიანაჭარაში საპიკნიკე ზონები მოეწყობა

11 ივლისი, 2020 , 14:14

აჭარაში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება გრძელდება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო მთიანაჭარაში, ტურისტულ მარშრუტებზე საპიკნიკე ინფრასტრუქტურის მოწყობას გეგმავს. ავთენტური

ვანში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

11 ივლისი, 2020 , 11:15

იუსტიციის სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა სოსო გიორგაძემ საქართველოში რიგით მე-80 საზოგადობრივი ცენტრი ვანში გახსნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ხონისა და ვანის მაჟორიტარი დეპუტატი გივი ჭიჭინაძე და ვანის მუნიციპალიტეტის მერ

წნორში კომბინირებული საკვების ახალი საწარმო ამოქმედდა

11 ივლისი, 2020 , 11:15

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში, სახელმწიფო პროგრამის „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ბენეფიციარმა, მანანა მეტრეველმა კომბინირებული საკვების თანამ

შავი ზღვის მთელს სანაპიროზე შტორმის გამო, ზღვაში ბანაობა აკრძალულია

9 ივლისი, 2020 , 14:40

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს და მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ შავი ზღვის მთელს სანაპიროზე შტორმის გამო, ზღვაში ბანაობა აკრძალულია. „შავი ზღვის მთელ სანაპირ

სვანეთში, სოფელ ხაიშთან ხანძრის ოთხი კერიდან სამი ლიკვიდირებულია

9 ივლისი, 2020 , 10:30

სვანეთში, სოფელ ხაიშთან ოთხდღიანი უწყვეტი სამუშაოების შედეგად, ხანძრის სამი კერის ლიკვიდაცია მოხერხდა, ხოლო მეოთხე კერაზე სრული ლოკალიზებაა, - ამის შესახებ “მედიანიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

შავი ზღვის სანაპიროზე წყალმცენარეების რაოდენობის მატებასთან დაკავშირებით კვლევა მიმდინარეობს

8 ივლისი, 2020 , 17:30

შავი ზღვის სანაპიროზე წყალმცენარეების რაოდენობის მატებასთან დაკავშირებით კვლევა მიმდინარეობს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ბოლო დღეებში საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზოლში, კერძოდ ფოთი-გრიგოლეთი-ურეკის ტერიტ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე