უკან
რეგიონები
30 ოქტომბერი, 2017 14:00
ინტენსიური თოვის გამო გუდაური-კობის მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი გუდაური-კობის მონაკვეთზე არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
,,ინტენსიური თოვის გამო, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის(რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, - აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.