უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

4 ნოემბერი, 2017 11:20
font-size

ის რაც ყიზილაჯლოში მოხდა, პოლიტიკურ დაპირისპირებას უკავშირდება - ჯეიხუნ ჩოიდაროვი

სოფელ ყიზილაჯლოში, არჩევნებამდე ორი დღით ადრე დაჭრილი „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ჯეიხუნ ჩოიდაროვი აცხადებს, რომ ის რაც „ქართული ოცნების“ შტაბში მოხდა პირად აგნარიშსწორებას არ უკავშირდება.

როგორც ჩოიდაროვმა მედიას განუცხადა, შტაბში გამართული სროლა პოლიტიკას უკავშირდება.

რაც შეეხება ჩოიდაროვის ჯანმრთელობის მდგომარეობას, მას ამჟამად წოლითი რეჟიმი აქვს და ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

„ახლა თავს შედარებით უკეთესად ვგრძობ, თუმცა ისევ ექიმების კონტროლის ქვეშ ვიმყოფები და მათზე დამოკიდებულია როდის შევძლებ მუშაობას. პირდაპირ შემიძლია თქმა, რომ ის რაც ყიზილაჯლოში მოხდა, იყო პოლიტიკური საკითხი. მე მაქვს ეჭვი ერთ ადამიანზე, რომელსაც ამის გაკეთება შეეძლო. პოლიციას ყველაფერი მოვუყევი და ის ადამიანიც დაიკითხება. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ მომხდარა პირადი ანგარიშსწორების მიზნით, ეს პოლიტიკურ დაპირისპირებას უკავშირდება“,-აღნიშნა ჩოიდაროვმა.

19 ოქტომბერს, სოფელ ყიზილაჯლოში, გვიან ღამით, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში სროლა მოხდა.

სროლის დროს შენობაში რამდენიმე პირი იმყოფებოდა. დაჭრილები საავადმყოფოში შტაბის წევრებმა ავტომანქანებით გადაიყვანეს.

შემთხვევის ადგილზე ჩავიდა შინაგან საქმეთა მინისტრი.

მღებრიშვილმა მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ „ნუ განვიხილავთ ამას ცალსახად პოლიტიკურ ჭრილში. პოლიტიკური სარჩული, ჩემი თხოვნა იქნება, რომ მოვხსნათ ამ თემას. მიუხედევად ამისა, ჩვენ ყველა ვერსიაზე ვმუშაობთ“.

მონიკა დავლიანიძე

იქით მხარეს არის ზიზღი, თანამოქალაქის მიმართ ზიზღის კოეფიციენტი იყო წარმოუდგენელი - გუკა რჩეულიშვილი

16 მაისი, 2024 , 16:44

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გუკა რჩეულიშვილი სამართალდამცველების მხრიდან ძალადობრივ ქმედებებზე "რადიო თავისუფლებასთან" საუბრობს.  „მათმა

ოპოზიციონერი დეპუტატები სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს მოუწოდებენ, ძალის გადამეტებაზე გამოძიების დეტალები წარადგინონ

16 მაისი, 2024 , 15:51

ოპოზიციონერი დეპუტატები ხატია დეკანოიძე და თამარ კორძაია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, კოკა კაციტაძეს მიმართავენ და აქტივისტების, აქციაზე დაკავებულების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების მიმართ განხორციელებულ ძ

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მუქარის ზარებზე განცხადებას ავრცელებს

16 მაისი, 2024 , 15:29

პერსონალურ მონაცებთა დაცვის სამსახური ე.წ. რუსული კანონის მოწინააღმდეგებთან განხორციელებულ მუქარის ზარებზე განცხადებას ავრცელებს. უწყებაში ამბობენ, რომ მოქალაქეთა ნაწილი მათ მიმართ მუქარაზე მიუთითებდა. მათი განცხადებით,

ეკატერინა ხვედელიძე-ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს

16 მაისი, 2024 , 13:53

ეკატერინა ხვედელიძე-ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს, სადაც „ფორმულას“ ეთერში ლექტორ როსტომ ცხვედიანის გაკეთებულ განცხადებას პასუხობს. „მოგესალმებით, ბ-ნო როსტომ, შეუძლებლად ჩავთვალე, უყურადღებოდ დამეტო

ვირუსული ჰეპატიტის დიაგნოსტიკამ და მკურნალობაზე საყოველთაო ხელმისაწვდომობამ, დაავადების ტვირთი მნიშვნელოვნად შეამცირა - მიხეილ სარჯველაძე

16 მაისი, 2024 , 12:41

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, პირველ მოადგილე თამარ გაბუნიასთან ერთად, აშშ CDC-ს საქართველოს ოფისისა და დაავადებათა კონტროლისა და საზ

17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა

16 მაისი, 2024 , 10:39

ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით 2024 წლის 17 მაისი უქმე დღედ განისაზღვრა, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებაშია ნათქვამი, რომელიც საკანონმდებლო მაცნეში უკვე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი