უკან

ეკონომიკა

25 ივლისი, 2017 14:30
font-size

კახა კიკნაველიძე საპენსიო რეფორმაზე: დღეს საქართველოში არ არის დაგროვების კულტურა სათანადო დონეზე და მნიშვნელოვან განვითარებას საჭიროებს

საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი, კახა კიკნაველიძე საპენსიო რეფორმის აუცილებლობაზე საუბრობს.

როგორც კიკნაველიძემ ჟურნალისტებს საკითხის კომენტირებისას განუცხადა, საქართველოში დაგროვების კულტურა მნიშვნელოვან განვითარებას საჭიროებს.

საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი დადებითად აფასებს დაგროვების პრინციპს, რომელიც გულისხმობს იმას, რომ თუ ადამიანი ფონდში გადარიცხავს საკუთარი ხელფასიდან 2%-ს, მიიღებს ასევე 2%-იან დანამატს სახელმწიფოსგან და 2%-ს საკუთარი დამსაქმებლისგან.

,,ჩვენ ვხედავთ აუცილებლობას საპენსიო რეფორმის. ვფიქრობ, ეს არის დასაწყისი შემდგომი განვითარებისთვის. დღეს საქართველოში არ არის დაგროვების კულტურა სათანადო დონეზე და მნიშვნელოვან განვითარებას საჭიროებს.

2+2+2 პრინციპი საშუალებას აძლევს მონაწილეობა მიიღოს დაგროვების დაწყებაში როგორც დასაქმებულმა პირმა, ისე მისმა დამსაქმებელმა.

ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ალბათ მომავალში დაგროვება კიდევ უფრო მეტად უნდა გაიზარდოს“, - განაცხადა კიკნაველიძემ.

მისივე თქმით, შემდგომი ნაბიჯები ალბათ უფრო, ნებაყოფლობითი დაგროვებისკენ იქნება მიმართული.
ამასთან, როგორც კიკნაველიძემ აღნიშნა, საქართველოში ჯერჯერობით სათანდო დონეზე არ არის მოსახლეობის განათლება ფინანსების მართვის მხრივ, რომ გაიგონ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დაგროვება და ნებაყოფლობით გადავიდნენ ამ პრინციპზე.

ნინო ექვთიმიშვილი

მარტში საქართველოს ეკონომიკა 8.2 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

30 აპრილი, 2024 , 11:06

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 8.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო პირველი კვარტალის საშუალო რეალური ზრდა 7.8

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი