უკან
რეგიონები
7 ივლისი, 2017 15:00
კასპის ტყეში 4 მოქალაქეს ეძებენ
კასპის სოფელ გოსტიბეს ტყეში ოთხი მოქალაქეა დაკარგული.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, გუშინ, გვიან ღამით მოქალაქეებისგან შეტყობინება შემოვიდა და დაიწყო სამძებრო სამუშაოები.
ამ დროისთვის დაკარგულებთან დაკავშირება ვერ ხერხდება, ვინაიდან მობილური ტელეფონები გამორთული აქვთ.
არაოფიციალური ინფორმაციით, დაკარგულები ტურისტები არიან.