უკან
რეგიონები
27 აგვისტო, 2018 11:34
კასპში ბიძაშვილმა ბიძაშვილი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა
კასპში, სოფელ ნოსტეში ბიძაშვილმა ბიძაშვილი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა.
გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე პირს შორის ურთიერთშელაპარაკების დროს მამაკაცმა უმისამართოდ გაისროლა, თუმცა, ტყვია შემთხვევით მის ბიძაშვილს მოხვდა, რომელიც ადგილზე დაიღუპა.
როგორც თვითმხილველები ყვებიან, მომხდარისთანავე მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.