უკან
რეგიონები
2 ივლისი, 2018 15:10
კასპში მშობიარე ქალი გარდაიცვალა
კასპის სამედიცინო ცენტრ „მედალფაში“ მშობიარე ქალი, სოფელ მეტეაში მცხოვრები 31 წლის ქალი გარდაიცვალა. ახალშობილ გოგონას სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ეს ქალის პირველი მშობიარობა იყო.
კასპის საავადმყოფოში ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს თანამშრომლები იმყოფებიან.
გარდაცვლილს ექსპერტიზა გორის სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ჩაუტარდა. ოჯახი ექსპერტიზის დასკვნას ელოდება.