უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

11 აგვისტო, 2020 14:10
font-size

კავკასუს ონლაინი: ჩვენი გეგმაა საქართველოს გავლით ჩამოყალიბდეს ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ციფრული სატრანზიტო ჰაბი

ინტერნეტის უმსხვილესი საბითუმო მიმწოდებელი რეგიონში, „კავკასუს ონლაინი“ ბოლო პერიოდში, ერთნაირად მოექცა მედიის, მთავრობის, პარლამენტის, კომუნიკაციების კომისიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ყურადღების ქვეშ.

ბიზნესისთვის კატასტროფულად მავნე და დამაზიანებელი საკანონმდებლო ცვლილებები მხოლოდ ამ უმნიშვნელოვანესი კომპანიისთვის რომ მიიღეს, დღეს ამას აღარავინ აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ, უფრო მეტიც, დარგობრივ-ეკონომიკური კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია, ამას პირდაპირ, საპარლამენტო ტრიბუნიდან აცხადებს. ამაზე ცოტა მოგვიანებით...

თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ის არგუმენტები, რომლითაც „კომუნიკაციების კომისია“ ანუ საკანონმდებლო ცვლილებების მთავარი ინიციატორი, თავს იმართლებს და რომელზეც დაინტერესებული პირები აპელირებენ.

საუბარია ევროპა-აზიის დამაკავშირებელ ციფრულ სატრანზიტო ჰაბზე.

ბოლო პერიოდში, სხვადასხვა მედიასაშუალებებისა თუ დაინტერესებული პირების მხრიდან მიმდინარეობს მიზანმიმართული კამპანია, თითქოს საქართველოს, როგორც ციფრული ჰაბის სტატუსი ეჭვქვეშაა და და რაც მთავარია, თითქოს ციფრული ჰაბის სადმე, რომელიმე ქვეყანაში გადატანაზეა საუბარი.

როდესაც საქართველოს ინფორმაციულ ჰაბად ტრანსფორმაციის პროცესზე, საქართველოს, როგორც ციფრული ჰაბის სტატუსის „ეჭვქვეშ დაყენებაზე“, და რაც მთავარია, ციფრული ჰაბის სადმე, რომელიმე ქვეყანაში გადატანაზეა საუბარი, ვფიქრობთ, აუცილებელია, განმარტებები რას ნიშნავს „ტრანსფორმაციის პროცესი“, „ციფრული ჰაბის სტატუსი“. როგორც კომპანიაში განმარტავენ, მათ წინააღმდეგ აგორებულ დეზინფორმაციულ კამპანიას მხოლოდ ის შეიძლება ჰყავდეს მოკავშირედ, ვის გეგმებშიც სწორედაც რომ არ შედის ამ ჰაბის ტრანსფორმაცია.

კავკასუს ონლაინი: საზოგადოების შეცდომაში შეყვანის თავიდან ასაცილებლად პირველ რიგში, აუცილებელია, აღინიშნოს, რომ საქართველოს ციფრულ ჰაბად ტრანსფორმაცია ჯერ-ჯერობით მხოლოდ სურვილია, რომელიც სახელმწიფომ საქართველოს ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების 2020-2025 წლების ეროვნულ სტრატეგიაში („სტრატეგიის დოკუმენტი“) გამოხატა და რომელსაც თავად სახელმწიფოც „ამბიციურ გეგმად“ აფასებს (საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 იანვრის N60 განკარგულება). კავკასუს ონლაინი სრულად იზიარებს სახელმწიფოს სტრატეგიულ ხედვას, რომ ქვეყანამ უნდა გამოიყენოს სტრატეგიული ადგილმდებარეობიდან გამომდინარე არსებული შესაძლებლობები, მოიპოვოს უპირატესობა საერთაშორისო ინტერნეტ ბაზარზე, გაზარდოს კონკურენტულობა გლობალურ ციფრულ ეკონომიკაში. კომპანიის დღეს არსებული გეგმები და სახელმწიფოს სტრატეგიული ხედვა ფაქტობრივად ერთია: ქვეყანამ სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის გამოყენებით მაქსიმალურად უნდა აითვისოს მისი სატრანზიტო პოტენციალი, საქართველოს გავლით უნდა ჩამოყალიბდეს ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ციფრული სატრანზიტო ჰაბი, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს საერთაშორისო მონაცემთა მიმოცვლის ზრდას ქვეყანაში და ადგილობრივი მონაცემთა გაცვლის წერტილების ჩამოყალიბებას. სახელმწიფო როგორც სტრატეგიის განმსაზღვრელი თავადვე მიიჩნევს, ქვეყნის მიერ 2020-2025 წლებისთვის დასახული ამბიციური გეგმების მიღწევისთვის აუცილებელია ინვესტიციების მოზიდვა, ამიტომ სტრატეგიის დოკუმენტშიც საქართველოს მთავრობა პირდაპირ მიუთითებს, რომ სახელმწიფომ კერძო ინვესტიციების გაძლიერებას უნდა შეუწყოს ხელი.

შესაბამისად, ინვესტიციების განხორციელების გარეშე რომ ამბიციური და პერსპექტიული განვითარების გეგმა მხოლო გეგმად დარჩება, ეს ცალსახაა.

როგორია ინვესტიციების კუთხით სახელმწიფო ხედვა: ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების ეროვნული სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა 2020-2025 წლებისთვის ინვესტიციების კუთხით კონკრეტულ გეგმას მხოლოდ ადგილობრივი ქსელის განვითარების ნაწილში ითვალისწინებს, რაც, მათ შორის, სახელმწიფო სუბსიდირებასაც მოიცავს. სახელმწიფოს რაიმე კონკრეტული გეგმა არ აქვს საერთაშორისო მაგისტრალური ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებით და ფაქტობრივად კერძო ინვესტიციებზეა დამოკიდებული. შესაბამისად, ერთადერთი, რისი გაკეთებაც სახელმწიფოს შეუძლია იმისთვის, რომ ქვეყანამ უახლოეს მომავალში მართლაც შეძლოს ინფორმაციულ ჰაბად ტრანსფორმაცია, არის კერძო ინვესტიციების ხელშეწყობა და მხარდაჭერა.

კავკასუს ონლაინის დამფუძნებელ კომპანიაში წილის გასხვისება ნიშნავს ახალ ბენეფიციარ მესაკუთრეს კომპანიისთვის და ახალ ინვესტორს როგორც კომპანიისთვის, ასევე ქვეყნისთვის. კომუნიკაციების კომისია, რომელიც სახელმწიფო პოლიტიკის შესაბამისად უნდა მოქმედებდეს და, მათ შორის, იმ მთავარ პრინციპს ითვალისწინებდეს, რაც არის ფინანსური და მატერიალური რესურსების მოზიდვის ხელშეწყობა დღეს ითხოვს განხორციელებული და სამომავლოდ განსახორციელებელი ინვესტიციის გაუქმებას და ინვესტორის მიერ შეძენილი წილების დაბრუნებას საწყის მდგომარეობაში.

თუმცა, კომუნიკაციების კომისია არ დაინტერესებულა და არ შეუსწავლია რა გეგმები აქვს ინვესტორს, რა წვლილის შეტანა შეუძლია ახალი აქციონერის ინვესტიციებს საქართველოს რეგიონულ ციფრულ ჰაბად ტრანსფორმაციის პროცესში.

კავკასუს ონლაინს კომისიისთვის ყველა საჭირო დოკუმენტი წარდგენილი აქვს, მათ შორის ინვესტორის მიერაქციების შეძენასთან დაკავშირებული გეგმები, ტრანზაქციის მიზანი და აქციონერის გეგმების ზოგადი აღწერა. ვფიქრობთ, რომ „რა იქნება ხვალ“ ამ კითხვაზე საპასუხოდ პირველ რიგში აუცილებელია, კომისიამ დაიწყოს კვლევა, შეაფასოს ინვესტორის სტრატეგიული ხედვა, თუ საჭიროდ მიიჩნევს გამოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია, გამოიკვლიოს რა გავლენას ახდენს განხორციელებული ტრანზაქცია სატელეკომუნიკაციო ბაზარზე.

ამასთანავე, კავკასუს ონლაინის მენეჯმენტს და ინვესტორს არაერთგზის აქვთ საჯაროდ გაცხადებული საქართველოში ციფრული ჰაბის აშენების სურვილი. ხოლო კომუნიკაციების კომისიას გააჩნია სამართლებრივი ბერკეტი დაავალდებულოს ინვესტორი და ოფიციალურად გააფორმოს ასეთი ვალდებულება. ამის სანაცვლოდ, ხორციელდება ყალბი ინფორმაციის გავრცელება აციფრული ჰაბის - სხვა ქვეყანაში გადატანას, რომელიც დღესდღეობით არც საქართველოში არსებობს და არც აზერბაიჯანში.

დგას თუ არა კომპანიისთვის ფინანსური სარგებელი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებსა და ჩვენს, ამ ინტერნეტის მომხმარებელთა უსაფრთხოებაზე მაღლა?

როგორც კომპანიაში აცხადებენ, კავკასუს ონლაინი საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ათწლეულია ოპერირებს, მთელი ამ წლების განმავლობაში კავკასუს ონლაინისთვის ყოველთვის იყო და არის პრიორიტეტული მომხმარებლების ინტერესებზე ზრუნვა, როგორც მომსახურების უსაფრთხოების, ასევე ხარისხის და ხელმისაწვდომობის კუთხით. კავკასუს ონლაინი ყოველთვის გამოირჩეოდა და დღესაც ამაყობს იმით, რომ არის ინოვაციური, პროგრესული კომპანია, რომელიც მუდმივად ზრუნავს კომპანიის, როგორც ცოცხალი ოგრანიზმის განვითარებაზე, ასევე მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქართული სატელეკომუნიკაციო ბაზრის განვითარებაში. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სატელეკომუნიკაციო სექტორის მიერ პანდემიით გამოწვეული კრიზისული სიტუაციასთან წარმატებით გამკლავებაში, რითაც დღეს სახელმწიფო და მარეგულირებელი კომისია ასე ამაყობს, კავკასუს ონლაინის, როგორც საბითუმო ინტერნეტ მომსახურების მიმწოდებელი კომპანიის როლი არის შეუფასებლად მნიშვნელოვანი.

2019 წლის ოქტომბრიდან დღემდე სახელმწიფო ფაქტობრივად რეპრესიულ პოლიტიკას ახორციელებს კომპანიის მიმართ, დაკისრებული ჯარიმების ოდენობამ იმ ვალდებულების შეუსრულებლობისთვის, რომელიც კომპანიის უფლებამოსილების ფარგლებში ფიზიკურად ვერ ექცევა, უკვე ნახევარ მილიონ ლარს გადააჭარბა. ჯარიმების პარალელურად კომისიის ინიციატივით საკანონმდებლო ორგანომ დაჩქარებულ ვადებში მხოლოდ კავკასუს ონლაინზე მორგებული კანონპროექტი შეიმუშავა და ერთ კვირაში დაამტკიცა. ახალი რეგულაციებით კომისიას შეუძლია დანიშნოს სპეციალური მმართველი კომპანიაში შეუზღუდავი უფლებამოსილებებით, რაც კომპანიის სამეწარმეო თავისუფლებასა და საკუთრების უფლებას უხეშად ზღუდავს.

კომისიას დღემდე არ აქვს იმ კითხვაზე პასუხი რა ნეგატიური გავლენა იქონია ბენეფიციარი მესაკუთრის ცვლილებამ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე. თუ რამე არის უთქმელად გასაგები ვფიქრობთ, რომ სწორედ ამ მნიშვნელოვანი კითხვის სახელმწიფო ორგანოების მხრიდან უპასუხოდ დატოვებაა, და ამას კონკრეტული მიზეზიც აქვს რატომ: ბენეფიციარი მესაკუთრის ცვლილებას კომპანიის საქმიანობაზე გავლება არ მოუხდენია, ერთ წელზე მეტია კომპანიას ახალი ბენეფიციარი მესაკუთრე ჰყავს და ბაზარზე მდგომარეობა არათუ ნეგატიურად არ შეცვლილა არამედ პირიქით თავად კომისიის შეფასებით, საბითუმო სატელეკომუნიკაციო ბაზარი პოზიტიურად განვითარდა.

შეგახსენებთ, რომ კომპანია „კავკასუს ონლაინი“ წარმოადგენს ინტერნეტის უმსხვილეს საბითუმო მომწოდებელს რეგიონში და საკუთარი ინფრასტრუქტურის საშუალებით, შუამავლების გარეშე, პირდაპირაა დაკავშირებული ევროპის - ფრანკფურტისა და სოფიის - ე.წ ინტერნეტის (მონაცემების) გაცვლის ცენტრებთან. „კავკასუს ონლაინი“ უზრუნველყოფს საქართველოში მოხმარებული ინტერნეტის 2/3-ს და ევროპული ინტერნეტით ამარაგებს სომხეთისა და აზერბაიჯანის საცალო ბაზრის მნიშვნელოვან ნაწილს. კომპანიის საკუთრებაში არსებული შავი ზღვის ოპტიკური კაბელი საქართველოს ციფრული დამოუკიდებლობის უმნიშვნელოვანესი გარანტია.

რა ბედი ელის ინტერნეტის უმსხვილეს საბითუმო მომწოდებელს რეგიონში და დარჩება თუ არა საქართველო ერთადერთი ევროპული ინტერნეტის გარეშე?

კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 0.39%-ით შემცირდა - ეროვნული ბანკი

25 სექტემბერი, 2020 , 16:30

2020 წლის პირველი სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. ეროვნული ბანკის მონაცემებით, აგვისტოში, წინა

ეკონომიკის სამინისტრო უწყვეტ რეჟიმში მუშაობს სხვადასხვა დარგების წარმომადგენლებთან ეკონომიკური სტიმულირებისა და ხელშეწყობის პაკეტების მიმართულებით - ირაკლი ნადარეიშვილი

24 სექტემბერი, 2020 , 17:40

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი ბავშვთა გასართობი ცენტრების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლის დროსაც განხილული იყო აღნიშნული ბიზნეს-მიმართულების წინაშე დღეს არსებული გამოწვევები. ა

საქართველოს ბანკი ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას განაგრძობს

24 სექტემბერი, 2020 , 16:30

საქართველოს ბანკი კვლავ განაგრძობს ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას. ბანკის ფინანსური ჩართულობით ხის ნაკეთობების ბრენდი „თილისმა“ წარმოებას აფართოვებს. კომპანიამ საქმიანობა 2018 წელს დაიწყო და დღეს ბრენდის ნ

კომერციული ბანკების მოგება აგვისტოში გაიზარდა - ვალუტის ყიდვა-გაყიდვით კი 71.8 მლნ ლარის ზარალი მიიღეს

22 სექტემბერი, 2020 , 15:00

კომერციულმა ბანკებმა 2020 წლის აგვისტო 96,363 მლნ ლარის წმინდა მოგებით დაასრულეს. ეს კი წინა თვესთან შედარებით, 32,870 მლნ ლარით მეტია, ივლისში ბანკების წმინდა მოგება 63,493 მლნ ლარს შეადგენდა. ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზ

2020 წლის მეორე კვარტალში საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 12.3 პროცენტით შემცირდა

18 სექტემბერი, 2020 , 11:50

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის მეორე კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 11 210.0 მილიონ ლარს გაუტოლდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტ

საქართველოს ბანკმა ვაჭრობის დაფინანსებისთვის Citi- სგან 50 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსი მოიზიდა

18 სექტემბერი, 2020 , 10:55

საქართველოს ბანკმა ვაჭრობის დასაფინანსებლად Citi-სგან 50 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსი მოიზიდა. აღნიშნული ტრანზაქცია საქართველოს ბანკსა და Citi-ს შორის 2011 წელს გაფორმებული შეთანხმების Continuing Agree

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

პოლიტიკური პარასკევი ნატო ჩხეიძე