უკან
რეგიონები
21 ივნისი, 2017 12:20
ხულოში მეხის დაცემით ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა
სოფელ ხულოში ახალგაზრდა მამაკაცს მეხი დაეცა, რის შედეგადაც ის დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს ბიჭთან ერთად მისი ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ.
როგორც მედიანიუსს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, შემთხვევა გუშინ მოხდა.
უწყების ცნობით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ნინო ექვთიმიშვილი