უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

6 ივნისი, 2018 15:55
font-size

კობა გვენეტაძემ ფულის ისტორიისა და პირადი ფინანსების მართვის შესახებ 23-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ისაუბრა

ფინანსური განათლების სტრატეგიის ფარგლებში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მოზარდებისათვის საგანმანათლებლო ბროშურები მოამზადა. საგანმანათლებლო აქციის ფარგლებში ეროვნული ბანკის თანამშრომლები იმ სკოლებს ეწვივნენ, სადაც თავად სწავლობედნენ ან ახლა მათი შვილები იღებენ ზოგადსაგანმანათლებლო ცოდნას. დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე 23-ე საჯარო სკოლას ეწვია, სადაც თავად სწავლობდა და სკოლის მოსწავლეებს ფულის ისტორიისა და პირადი ფინანსების შესახებ განვითარებული ბროშურები წარუდგინა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, "ფინანსური განათლების წლის" ფარგლებში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა "ევროპული ფონდის სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპისთვის" განვითარების პროგრამის (EFSE DF) მხარდაჭერით სკოლის მოსწავლეებისთვის ორი საგანმანათლებლო ბროშურა - "მოგზაურობა ფულის სამყაროში" და "ფინანსური განათლების სახელმძღვანელო" - შეიმუშავა. ბროშურების ძირითად სამიზნე აუდიტორიას V-VII კლასის მოსწავლეები წარმოადგენენ, თუმცა აღნიშნული მასალა ნებისმიერი ასაკის მოზარდისთვის საინტერესო და ინფორმატიულია.

"ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში, ბავშვებისა და ახალგაზრდების სეგმენტი ერთ-ერთ სტრატეგიულ სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს. ამ თვალსაზრისით, საგანმანათლებლო ბროშურების შექმნა ახალგაზრდა თაობის ფინანსური განათლების ამაღლების მიმართულებით გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ფინანსური განათლება იმის სწავლებას ემსახურება, თუ როგორ გადავანაწილოთ ფინანსები გონივრულად, რათა შევძლოთ დაზოგვა, ჩვენი მიზნების მიღწევა და ფინანსური სირთულეების თავიდან არიდება. სწორედ ამ საკითხების გარშემო რაც შეიძლება მეტი ადამიანის, მათ შორის ახალგაზრდების, დისკუსიაში ჩართვა არის ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მიზანი. მე მოხარული ვარ, რომ დღეს სწორედ იმ სკოლაში ვსაუბრობ პირადი ფინანსების მართვისა და ფინანსური განათლების შესახებ, რომლის მოსწავლეც ერთ დროს თავად ვიყავი.

მოგეხსენებათ, რომ ეროვნულმა ბანკმა 2018 წელი ფინანსური განათლების წლად გამოაცხადა და ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვექნება ძალიან ბევრი ღონისძიება რათა, რაც შეიძლება მეტ ჯგუფს მივაწვდინოთ ჩვენი ხმა და პოპულარიზაცია გავუწიოთ ისეთ საკითხებს, როგორებიცაა პირადი ბიუჯეტის მართვა, დაზოგვა და ა. შ. ცოტა ხნის წინ ჩვენ ფინანსური ფეხბურთი წარვადგინეთ და 2018 წლის განმავლობაში კიდევ ბევრი ღონისძიების განხორციელებას ვგეგმავთ", - განაცხადა ეროვნული ბაკნის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ.

ბროშურა "მოგზაურობა ფულის სამყაროში" ახალგაზრდებს ფულის ისტორიას, ფორმებს, მნიშვნელობასა და ფუნქციებს გააცნობს. ბროშურაში აგრეთვე მოცემულია ინფორმაცია თანამედროვე ქართული ფულისა და ლარის დამცავი ნიშნების, ასევე, უცხოური ვალუტებისა და გამორჩეული ბანკნოტების შესახებ.

ბროშურაში "ფინანსური განათლების სახელმძღვანელო" კი ახალგაზრდა მკითხველი გაეცნობა პირადი ბიუჯეტის მართვის, გონივრული ხარჯვის, დაზოგვისა და სესხების საკითხებს. ამასთან, ბროშურაში ფინანსური ტერმინების გამარტივებული ლექსიკონი და ინტერაქტიული სავარჯიშოებია შემოთავაზებული. ნაშრომში მოცემული პირადი ბიუჯეტის შაბლონი მოზარდებს პირადი ფინანსების მართვაში შეუწყობს ხელს, მარტივი და პრაქტიკული ფინანსური რჩევები კი მათ სასარგებლო უნარ-ჩვევების გამომუშავებაში დაეხმარება.

საქართველოს ეროვნული ბანკი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ჩართულობით, აღნიშნული მასალის სკოლებში გავრცელებას გეგმავს. ამასთან, ბროშურების ელექტრონული ვერსიების ხილვა ნებისმიერ მსურველს საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე შეეძლება:

https://www.nbg.gov.ge/index.php?m=705&lng=geo

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი