კომენტარი


კომპანიას თან მოსთხოვო გადასახადის გადახდა და თან არ მისცე გადასახადის გადახდის საშუალება, ეს არის კლოუნადა - ლევან აღდგომელაშვილი
,,ომეგა ჯგუფის“ გენერალური დირექტორი, ლევან აღდგომელაშვილი ფინანსთა მინისტრის დღევანდელ განცხადებას პასუხობს, რომლითაც ივანე მაჭავარიანმა კომპანიის წარმომადგენლები სიცრუიის ტირაჟირებაში დაადანაშაულა.
,,არ ისურვა მინისტრმა, რომ შეხვედროდა ,,ომეგა ჯგუფის“ წარმომადგენლებს. არ იყო იქ საუბარი იმაზე, რომ ყველა იქ მისულ ადამიანს შეხვედროდა. გამოყოფილი იყო 5 ადამიანი და არც ერთთან შეხვედრა ფინანსთა მინისტრმა არ ისურვა. ეს არის ფაქტი და ეს არ არის ტყუილი.
რაც შეეხება იმას, რომ ,,ომეგა ჯგუფს“ გადასახადი აქვს გადასახდელი, ,,ომეგა ჯგუფი“ ამას არ უარყოფს, ყოველი თავის გადასახადის დეკლარირებას ახდენს წლების განმავლობაში კანონის ფარგლებში, კანონის სრული დაცვით.
დღესაც კანონის დაცვას ითხოვს ფინანსთა სამინისტროსგან და ითხოვს მისგან, რომ მისცენ გადასახადის გადახდის საშუალება. თან მოსთხოვო გადასახადის გადახდა და თან არ მისცე გადასახადის გადახდის საშუალება კომპანიას, ეს არის კლოუნადა“, - აცხადებს ლევან აღდგომელაშვილი.
საკვანძო სიტყვები:

შევცვლით აქციების ფორმას, რათა ხელისუფლებას მოლაპარაკების ჩაშლაზე საუბრისთვის ზედმეტი საბაბი არ მივცეთ -ზაალ უდუმაშვილი
2 მარტი, 2021 , 17:15

პრემიერი პარლამენტის პიკეტირების მცდელობაზე - ეს არის ანტისახელმწიფოებრივი, უკანონო და დესტრუქციული ქმედებები
2 მარტი, 2021 , 14:55

ეკატერინე ტიკარაძე: `ლელოს` გადასაწყვეტი ნამდვილად არ იქნება, გადადგება თუ არა ეკატერინე ტიკარაძე
2 მარტი, 2021 , 12:35

ევროკავშირი განახორციელებს ყველა შესაძლო გზით ზეწოლას იმისთვის, რომ კრიზისი დაიძლიოს - სალომე სამადაშვილი
1 მარტი, 2021 , 17:00

ნატო ჩხეიძე: ერთობა ქმნის იმ სიწყნარეს, რომელიც ძალიან მძაფრად რეკს
26 თებერვალი, 2021 , 17:08
გირაოს არ იხდის, როგორ შეიძლება პოლიტპატიმარი დავარქვათ? - სანიკიძე მელიაზე
26 თებერვალი, 2021 , 16:56