უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

14 ნოემბერი, 2016 16:00
font-size

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მედიამონიტორინგის შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების განმეორებითი კენჭისყრის და მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგის მეექვსე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა.

კომისიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2016 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგი 2016 წლის 8 ივნისს დაიწყო და თითქმის ხუთი თვის განმავლობაში 24 საათიან რეჟიმში ორმოცდაცხრა სამაუწყებლო არხს აკვირდებოდა.

მონიტორინგს დაექვემდებარა ყველა საერთო მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებელი და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია. მედია მონიტორინგის პროცესში კომისიის დაკვირვების საგანი არის: ა) წინა საარჩევნო რეკლამა; ბ) წინა საარჩევნო დებატები; გ) ახალ ამბები და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემები; დ) წინა საარჩევნო აგიტაცია.

წინასაარჩევნო პროცესის მეექვსე შუალედური ანგარიში 2016 წლის 9 ოქტომბრიდან 30 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. მონიტორინგის შედეგად შემდეგი შინარსიის დარღვევები გამოვლინდა:
- კომისიამ შპს „ტელე-რადიო კომპანია ტვ24“ წერილობით გააფრთხილა.

წინასაარჩევნო მონიტორინგის ფარგლებში გამოირკვა, რომ შპს „ტელე-რადიო კომპანია ტვ24“–ის მიერ საკუთარ სამაუწყებლო ბადეში არ ხორციელდება საზოგადოებრივ–პოლიტიკური პროგრამების განთავსება.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–2 მუხლის ჯ) ქვეპუნქტის შესაბამისად, საერთო მაუწყებლობა არის არანაკლებ 2 თემატიკის, მათ შორის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის, პროგრამებით მაუწყებლობა.

– გამოიკვეთა რიგი მაუწყებლებისა, რომელთა სამაუწყებლო ბადეში განთავსებული არ არის საზოგადოებრივ–პოლიტიკური თემატიკის პროგრამები და რომელთა ეთერშიც წინასაარჩევნო პერიოდში არ განთავსებულა დებატების პროგრამა (შპს „ტელეკომპანია თბილისი“, შპს ტელეკომპანია ”I სტერეო”, ააიპ „მედია ცენტრი ღია აფხაზეთისათვის“, ააიპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“, შპს „თბილიფილმ-სტუდიო Tbilifilm-studio“).

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–2 მუხლის ჯ) ქვეპუნქტის შესაბამისად, საერთო მაუწყებლობა არის არანაკლებ 2 თემატიკის, მათ შორის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის, პროგრამებით მაუწყებლობა;

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51–ე მუხლის მე–2 პუნქტის შესაბამისად, საერთო მაუწყებელმა, რომელიც გადაწყვეტს წინასაარჩევნო კამპანია საკუთარ ეთერში გააშუქოს, წინასაარჩევნო დებატები უნდა გადასცეს არადისკრიმინაციულად და ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მონაწილეობით, თავისი მომსახურების ზონაში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის დროს.

აღნიშნული მაუწყებლების მიმართ კომისიაში მიმდინარეობს წარმოება ადმინისტრაციული პასუხიმგებლობის დაკისრების მიზნით.

– ტელეკომპანია „იმედმა“ არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები წესის დარღვევით გამოაქვეყნა.

2016 წლის 29 სექტემბერს და 05 ოქტომბერს ტელეკომპანია „იმედის“ მიერ საინფორმაციო გამოშვებების მიმდინარეობისას GPM Strategic Solution–ის მიერ ჩატარებული არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების კანონით განსაზღვრული წესების დარღვევით გამოქვეყნების ფაქტი დაფიქსირდა. კერძოდ, ტელეკომპანიამ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-11 პუნქტის ვ.ზ), ვ.ვ) ვ.თ), ვ.ი), ვ.კ) და ვ.ლ) ქვეპუნქტები დაარღვია. ტელეკომპანიის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც შემდგომი რეაგირებისთვის გადაიგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოში.

– რიგი გაზეთების მიერ, რომლებიც ფინანსდებიან ცენტრალური ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან, არ ხორციელდება კომისიაში ყოველკვირეული ინფორმაციის წარმოდგენა.

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 50-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, არჩევნების გამოცხადებიდან არჩევნების შედეგების შეჯამებამდე გაზეთები, რომლებიც ფინანსდება ცენტრალური ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ექვემდებარებიან წინასაარჩევნო მედია მონიტორინგს. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსგან, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი და აღმასრულებელ ორგანოებისგან, აფხაზეთის და აჭარის ავოტნომიური რესპუბლიკების მთავრობებისგან ცენტრალური ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული გაზეთების თაობაზე ინფორმაცია გამოითხოვა. მიღებული მონაცემების დამუშავების შედეგად, 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში მონიტორინგს დაექვემდებარა 30 გაზეთი (გაზეთების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია კომისიის ვებ გვერდზე).

ყველა გაზეთს გაეგზავნა მოთხოვნა წინასაარჩევნო პერიოდში მონიტორინგის უზრუნველსაყოფად, „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს N9 დადგენილების დანართი №2-ით მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოდგენის თაობაზე, თუმცა 7 გაზეთი, მიუხედავად იმისა, რომ კომისიის წერილი ჩაბარდა, ინფორმაციას არ წარმოადგენს.

აღნიშნული გაზეთებია: ახალქალაქის მუნიციპალიტეტი - გაზეთი „რეგიონის ტრიბუნა“; ახალქალაქის მუნიციპალიტეტი - გაზეთი „თვითმმართველობა“; ტყიბულის მუნიციპალიტეტი - გაზეთი „ტყიბული“; ლენტეხის მუნიციპალიტეტი - გაზეთი „სვანეთი“; გორის მუნიციპალიტეტი - გაზეთი „გორის მაცნე“; ვანის მუნიციპალიტეტი - გაზეთი „საერთო სიტყვა“; წალენჯიხის მუნიციპალიტეტი - გაზეთი „ეგრისის მაცნე“;
საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით კომისიაზე დაკისრებული ვალდებულების ჯეროვანი შასრულების მიზნით, კომისიამ საკონტროლო შესყიდვა სცადა კერძო კომპანიების საშუალებით, თუმცა პრესის გავრცელების ბაზარზე წარმოდგენილ კომპანიებს ზემოთხსენებული გაზეთები ჩამონათვალში არ აქვთ, რის გამოც, კომისიამ კიდევ ერთხელ მიმართა შესაბამის მუნიციპალიტეტებს და სთხოვა გაზეთების წარმოდგენა.

გაზეთები, რომლებიც წარმოადგენენ წინასაარჩევნო ინფორმაციას: კასპის მუნიციპალიტეტი - გაზეთი „ახალი განთიადი“; დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტი - გაზეთი „შირაქი“; თერჯოლის მუნიციპალიტეტი - გაზეთი „თერჯილა“; ბაღდათის მუნიციპალიტეტი - „ჩემი გაზეთი“; თიანეთის მუნიციპალიტეტი - გაზეთი „თიანეთის მომავალი“; ამბროლაურის მუნიციპალიტეტი - გაზეთი „ამბროლაურის მოამბე“; წყალტუბოს მუნიციპალიტეტი - გაზეთი „ახალი წყალტუბო“; სამტრედიის მუნიციპალიტეტი – გაზეთი „სამტრედიის მაცნე“; ყვარელის მუნიციპალიტეტი - გაზეთი „ყვარელი“; ბოლნისის მუნიციპალიტეტი - გაზეთი „ბოლნისი“; მცხეთის მუნიციპალიტეტი - გაზეთი „მცხეთა“; სენაკის მუნიციპალიტეტი - გაზეთი „კოლხეთი“; ახმეტის მუნიციპალიტეტი - გაზეთი „ბახტრიონი“; ხაშურის მუნიციპალიტეტი - გაზეთი „ხაშურის მოამბე“; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა - შპს „გაზეთი აჭარა და ადჟარა“; ქარელის მუნიციპალიტეტი - გაზეთი „ქარელის მოამბე“; აბაშის მუნიციპალიტეტი - გაზეთი „აბაშის მაცნე“; ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი - გაზეთი „არშლუისი“; სიღნაღის მუნიციპალიტეტი - გაზეთი „სიღნაღი“; ონის მუნიციპალიტეტი - გაზეთი „ონი“; გურჯაანის მუნიციპალიტეტი - გაზეთი „გურჯაანის მუნიციპალიტეტის მაცნე“; ხარაგაულის მუნიციპალიტეტი - ააიპ „მოქალაქეთა ჩართულობის და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრი“; ხობის მუნიციპალიტეტი - გაზეთი „ხობის მოამბე“.
რეკომენდაციები:

„რუსთავი 2“-ის ეთერში განთავსებულია არაპოლიტიკური გადაცემა „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ“, რომელსაც საანგარიშო პერიოდში სტუმრობდნენ ა. ბობოხიძე, ი. ნადირაშვილი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“), ა. მიროტაძე („ეროვნული ფორუმი“), გ. ახვლედიანი („გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“).

„რუსთავი 2“-ის ეთერში განთავსებულია არაპოლიტიკური გადაცემა „ვანოს შოუ“, რომელსაც საანგარიშო პერიოდში სტუმრობდა ნ. რურუა („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“).

„იმედის“ ეთერში განთავსებულია არაპოლიტიკური გადაცემა „იმედის დილა“, რომელსაც საანგარიშო პერიოდში სტუმრობდნენ ბ. ოდიშარია, ი. ფრუიძე, ბ. გეგიძე („ქართული ოცნება“).

„იმედის“ ეთერში განთავსებულია არაპოლიტიკური გადაცემა „ილო ბეროშვილის შოუ“, რომელსაც საანგარიშო პერიოდში სტუმრობდა ბ. ოდიშარია („ქართული ოცნება“).

კომისიას მიაჩნია, რომ წინასაარჩევნო კამპანიის სამართლიანად, მიუკერძოებლად და დაბალანსებულად გაშუქების მიზნით, მნიშვნელოვანია მაუწყებლებმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ამა თუ იმ საარჩევნო სუბიექტის წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქების დროს იმ სახელმძღვანელო რეკომენდაციებს, რაც გათვალისწინებულია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის 12 მარტის N2 დადგენილებით დამტკიცებული „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ და გაითვალისწინონ, რომ საარჩევნო პერიოდში კანდიდატის ან პარტიის წარმომადგენლის მონაწილეობა იმ პროგრამაში, რომელიც არ არის პოლიტიკასთან პირდაპირ კავშირში, დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკება პროგრამაში მონაწილოების შესახებ შედგა საარჩევნო პერიოდის დაწყებამდე. კანდიდატს არ უნდა მიეცეს საშუალება გამოთქვას პოლიტიკური მოსაზრებები ან სხვა გზით მოახდინოს საკუთარი კანდიდატურის რეკლამირება.

იქით მხარეს არის ზიზღი, თანამოქალაქის მიმართ ზიზღის კოეფიციენტი იყო წარმოუდგენელი - გუკა რჩეულიშვილი

16 მაისი, 2024 , 16:44

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გუკა რჩეულიშვილი სამართალდამცველების მხრიდან ძალადობრივ ქმედებებზე "რადიო თავისუფლებასთან" საუბრობს.  „მათმა

ოპოზიციონერი დეპუტატები სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს მოუწოდებენ, ძალის გადამეტებაზე გამოძიების დეტალები წარადგინონ

16 მაისი, 2024 , 15:51

ოპოზიციონერი დეპუტატები ხატია დეკანოიძე და თამარ კორძაია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, კოკა კაციტაძეს მიმართავენ და აქტივისტების, აქციაზე დაკავებულების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების მიმართ განხორციელებულ ძ

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მუქარის ზარებზე განცხადებას ავრცელებს

16 მაისი, 2024 , 15:29

პერსონალურ მონაცებთა დაცვის სამსახური ე.წ. რუსული კანონის მოწინააღმდეგებთან განხორციელებულ მუქარის ზარებზე განცხადებას ავრცელებს. უწყებაში ამბობენ, რომ მოქალაქეთა ნაწილი მათ მიმართ მუქარაზე მიუთითებდა. მათი განცხადებით,

ეკატერინა ხვედელიძე-ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს

16 მაისი, 2024 , 13:53

ეკატერინა ხვედელიძე-ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს, სადაც „ფორმულას“ ეთერში ლექტორ როსტომ ცხვედიანის გაკეთებულ განცხადებას პასუხობს. „მოგესალმებით, ბ-ნო როსტომ, შეუძლებლად ჩავთვალე, უყურადღებოდ დამეტო

ვირუსული ჰეპატიტის დიაგნოსტიკამ და მკურნალობაზე საყოველთაო ხელმისაწვდომობამ, დაავადების ტვირთი მნიშვნელოვნად შეამცირა - მიხეილ სარჯველაძე

16 მაისი, 2024 , 12:41

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, პირველ მოადგილე თამარ გაბუნიასთან ერთად, აშშ CDC-ს საქართველოს ოფისისა და დაავადებათა კონტროლისა და საზ

17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა

16 მაისი, 2024 , 10:39

ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით 2024 წლის 17 მაისი უქმე დღედ განისაზღვრა, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებაშია ნათქვამი, რომელიც საკანონმდებლო მაცნეში უკვე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი